კლიენტს სურს სახლში ინტერნეტის გაყვანა და კონსულტაციისთვის მოგვამრთა:
კლიენტი: რომელი ინტერნეტი ჯობია რომ შემოვიყვანო?
F1: ორიდან ერთი უნდა აირჩიოთ: კავკასუსი ან სილქნეტი. თითქმის ერთნაირი შემოთავაზებები აქვს ორივეს, უბრალოდ მოდით დარეკეთ ორივეგან და იკითხეთ რომელიმეს თუ აქვს ბოჭკოვანი თქვენს მისამართზე, თუ რომელიმეს აქვს შემოყვანილი მაშინ ცალსახად ის უკეთესია.
კლიენტი: და აი WiFi-ს რომ ამბობენ ეგ არ ვარგა?
ტელეფონის ზარი.
კლიენტი (კაცი): ეfაძინია?
F1: არა F1-ია.
კლიენტი (კაცი): დიახ, დიახ… თქვენ შეგიძლიათ ფოტოშოპი ჩამიდოთ?
F1: (პაუზა)
კლიენტი (კაცი): თქვენგან იყვნენ ერთხელ უკვე და ჩაგვიდეს, ეხლა კიდევ გვინდა…
კლიენტი ჩვენს ტექნიკოსს:
კლიენტი: ისეთი სკაიპი დამიყენე ინტერნეტი რომ არ ჭირდებოდეს, ადრე ეგეთი დამიყენეს…
კლიენტი ეუბნება ჩვენს ტექნიკოსს:
კლიენტი: შენ თუ გსმენია მონიტორზე დასაკრავი ანტივირუსები როა? ნაკლეიკები…
ჩვენს ერთ-ერთ კლიენტ კომპანიაში პრეზენტაცია აქვთ და ვერაფრით რთავენ პროექტორს, პროექტორი ირთვება მაგრამ გამოსახულება არ გამოდის ეკრანზე.
რამდენიმე წუთში ჩვენი ტექნიკოსი ადგილზეა, ხსნის პროექტორის ლინზაზე ჩამოფარებულ თავსახურს და მოდის :)
კომპანიიდან, რომელსაც წინა დღეს ახალი ნაყიდი პრინტერი დავუყენეთ, გვიკავშირდება შეშფოთებული თანამშრომელი პრობლემით, რომ პრინტერი ოვალურად ბეჭდავს, უფრო სწორედ ნახევარწრიულადო… რამდენიმე ჩაკითხვის მიუხედავად სხვა განმარტებას ვერ ვიღებთ, რას ნიშნავს ოვალურად ბეჭდვა ან ნახევარწრიულად? ჰა, ჰა, ფურცელი პრინტერმა არაპროპორციულად წაიღოს და მინდვრები დაირღვეს, სხვა რა უნდა იყოს ვერ ვხდებით. კლიენტი კი დაჟინებით იმეორებს რომ ნახევარწრიულად იბეჭდება.
ზოგადი რჩევების შემდეგ (რომ ფურცელი სწორად ჩადოს, პრინტერი გათიშოს და თავიდან ჩართოს) შედეგი 0-ია.
ბოლოს ვთხოვეთ კლიენტს, რომ სკაიპის ვიდეო კონფერენციის საშუალებით დაგვანახოს ამობეჭდილი ფურცელი, რათა მივხვდეთ ბოლოს და ბოლოს რასთან გვაქვს საქმე.
სკაიპის ზარი და კომპიუტერს მიღმა დგას კაცი უბრალოდ მოღუნული ფურცლით ხელში (როგორც ჩანს, ახალი პრინტერი თერმული ეფექტიდან გამომდინარე ფურცელს აცხელებდა და ფორმას უცვლიდა, ანუ ღუნავდა).
ავუხსენით რაშიც იყოს საქმე და ვურჩიეთ რომ ფურცელი ბრტყელ ზედაპირზე დაედო და თავისით გასწორდებოდა :)
To Be Continued…