
თუ თქვენ უკვე სარგებლობთ F1-ის მომსახურებით და მოგწონთ ჩვენი კომპანია, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ჩვენი მუდმივი კლიენტების კლუბში და მიიღოთ ფასდაკლებები ჩვენს სერვისებზე.
გარდა ამისა, F1 CLUB-ის წევრები მიიღებენ ფასდაკლებებს ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან, ხოლო პერიოდულად კი სხვადასხვა სახის სპეციალურ შეთავაზებებს.
თუ თქვენ ჯერ არ ბრძანდებით F1-ის მომხმარებელი, ისარგებლეთ ჩვენი კომპანიის მომსახურებით, გაწევრიანდით F1 CLUB-ში და თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ფასდაკლებებით ბევრ საჭირო სერვისებზე.
კითხვა-პასუხი
კითხვა: ვის შეუძლია F1 CLUB-ში გაწევრიანება?
პასუხი: F1 CLUB-ში გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია ჩვენი მომსახურებით.
კითხვა: როგორ გაიგებთ მისარგებლია თუ არა თქვენი მომსახურებით?
პასუხი: ჩვენ გვაქვს კლიენტების ბაზა, რომელშიც შეყვანილია ყველა ჩვენი კლიენტის მონაცემები.
კითხვა: ვარ თქვენი მუდმივი კლიენტი, როგორ უნდა გავწევრიანდე F1 CLUB-ში?
პასუხი: უნდა შეავსოთ F1 CLUB-ის წევრის სარეგისტრაციო ფორმა
კითხვა: როდის და როგორ მივიღებ F1 CLUB-ის წევრის ბარათს?
პასუხი: F1 CLUB-ის ახალი წევრებისთვის ბარათები მზადდება ყოველი თვის ბოლოს და ის შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს ოფისში (ქ. თბილისი, ალმასიანის 23/25) ან ტექნიკოსის მომდევნო გამოძახებასთან ერთად შეგვიკვეთოთ ბარათის ადგილზე მოტანა.
კითხვა: შემიძლია თუ არა ვისარგებლო ფასდაკლებებით წევრის ბარათის გარეშე?
პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ბაზაში თქვენი ყველა მონაცემი იქნება დაცული, ბარათის გარეშე ფასდაკლების მიღებას ვერ შეძლებთ, ვერც ჩვენს და ვერც ჩვენი პარტნიორების სერვისებზე.
კითხვა: წევრის ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, შემიძლია თუ არა აღვადინო იგი?
პასუხი: დიახ შეგიძლიათ. ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ ტელეფონის საშუალებით და აცნობოთ ამის შესახებ ოპერატორს. ბარათის აღდგენის ღირებულებაა 5 ლარი.
კითხვა: ვარ F1 CLUB-ის წევრი და მაქვს ბარათი, მაგრამ თქვენი პარტნიორი კომპანია უარს მეუბნება მის სერვისზე ფასდაკლებით სარგებლობაზე. როგორ მოვიქცე?
პასუხი: მსგავსი რამ თითქმის გამორიცხულია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის საშუალებით და ჩვენ მოვაგვარებთ აღნიშნულ პრობლემას.
* თუ თქვენ ერთხელ მაინც გისარგებლიათ ჩვენი კომპანიის მომსახურებით, შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა და გახდით F1 CLUB-ის წევრი დღესვე!