კითხვა-პასუხი

კითხვა: მუშაობთ თუ არა ადგილზე (ბინაზე, სახლში) გამოძახებით, თუ კომპიუტერი თქვენთან უნდა მოვიტანო?
პასუხი: ჩვენ ვმუშაობთ ადგილზე გამოძახებით, ანუ ჩვენი ტექნიკოსები მოვლენ თქვენთან და ადგილზე მოახდენენ მომსახურების გაწევას.

კითხვა: როგორ და როდის შემიძლია დაგიკავშირდეთ?
პასუხი: ყოველდღე, კვირის გარდა, 10 საათიდან 6 საათამდე შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 2472727 და გამოიძახოთ ტექნიკოსი.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა გამოძახების გაფორმება კვირა დღეს?
პასუხი: კვირა დღეს მუშაობს რამდენიმე მორიგე ტექნიკოსი და მხოლოდ F1 CLUB-ის წევრებს შეუძლიათ გამოძახების გაფორმება. ამისათვის უნდა დაგვიკავშირდეთ სამუშაო დღეებში და გააფორმოთ გამოძახება კვირისთვის.

კითხვა: სამსახურიდან სახლში ვბრუნდები 7 საათზე, შეძლებთ თუ არა ამ დროისთვის მომსახურებას?
პასუხი: დიახ შესაძლებელია, მხოლოდ გამოძახების გაფორმება უნდა მოხდეს 6 საათამდე.

კითხვა: რომელ უბნებში არის შესაძლებელი ტექნიკოსის გამოძახება?
პასუხი: თბილისის ყველა უბანში.

კითხვა: გამოძახებიდან რამდენ ხანში შეძლებს ტექნიკოსი მოსვლას?
პასუხი: დაახლოებით 1 საათში (დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობაზე).

კითხვა: თუ ტექნიკოსი ვერ შეძლებს პრობლემის მოგვარებას, რა ხდება ასეთ შემთხვევაში?
პასუხი: არ არსებობს პრობლემა რომელიც არ გვარდება.

კითხვა: და მაინც, თუ არ მაკმაყოფილებს მომსახურების შედეგი ან ხარისხი?
პასუხი: მომსახურების საფასურს არ გამოგართმევთ, ან უკვე გადახდილ თანხას უკან დაგიბრუნებთ 24 საათში.

კითხვა: რას ნიშნავს ორი განსვავებული ფასი მომსახურების პაკეტების გასწვრივ?
პასუხი: პირველი აღნიშნავს ტარიფებს იმ კლიენტებისთვის, რომელთაც ჯერ არ უსარგებლიათ ჩვენი სერვისებით, ხოლო მეორე – ტარიფებს F1 CLUB-ის წევრებისთვის.

კითხვა: როგორ უნდა გავხდე F1 CLUB-ის წევრი?
პასუხი: ამისთვის ერთხელ მაინც უნდა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, ჩვენი წარმომადგენელი დაგარეგისტრირებთ ჩვენი მუდმივი მომხმარებლების ბაზაში და გადმოგცემთ კლუბის ბარათს.

კითხვა: მე მისარგებლია თქვენი სერვისით მაგრამ არ ვარ გაწევრიანებული F1 CLUB-ში, როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: ყველას, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია ჩვენი კომპანიის მომსახურებით, საშუალება აქვს ავტომატურად გაწევრიანდეს F1 CLUB-ში. ამისთვის უნდა შეავსოთ F1 CLUB-ის წევრის სარეგისტრაციო ფორმა ან დაუკავშირდეთ ჩვენს ოპერატორს ტელეფონზე 2472727.