IT აუთსორსინგი

შექმენით IT დეპარტამენტი თქვენი ორგანიზაციისთვის!

F1 გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის კომპიუტერული ინფრასტრუქტურის მართვის ერთიან მომსახურების პაკეტს.
თქვენთვის ჩვენ ვქმნით მობილურ IT დეპარტამენტს, რომელიც განახორციელებს თქვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების რეგულარულ მონიტორინგს და მიმდინარე ტექნიკურ მხარდაჭერას, რითაც მოაგვარებს ყველა იმ პრობლემას, რომელმაც ხელი შეიძლება შეუშალოს თქვენი თანამშრომლების ეფექტურ მუშაობას.

თქვენთვის შექმნილი IT დეპარტამენტის შემადგენლობაში იქნება:

* ერთი IT სპეციალისტი – ყველა ჩვენს კლიენტ ორგანიზაციას ჰყავს მიმაგრებული IT სპეციალისტი, რომელიც ტექნიკურ საქმიანობასთან ერთად ასრულებს ექაუნთის მენეჯერის მოვალეობას და პასუხისმგებელია მოცემულ ორგანიზაციაში არსებულ ყველა საკითხზე.
* დისტანციური მხარდაჭერის ჯგუფი – ჩვენ შექმნილი გვაქვს ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც ჩვენი ოფისიდან, ტელეფონისა და ინტერნეტის საშუალებით, დისტანციურად ახორციელებს კლიენტების მომსახურებას. დისტანციური მხარდაჭერის სპეციალისტების საშუალებით შესაძლებელია პრობლემების 90%-ის მოგვარება რამდენიმე წუთში.
* მობილური ჯგუფი – ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ადგილზე ახორციელებს მომსახურებას, როდესაც პრობლემის მოგვარება დისტანციურად ვერ ხერხდება.


ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ თავიდან აიცილებთ თქვენი ოფისის კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას და მოგვანდობთ მას მთლიანად ჩვენ, პროფესიული სერვისის კომპანიას, რომელსაც ამის 3 წლიანი გამოცდილება გაგვაჩნია. ჩვენი მომსახურებით უკვე სარგებლობს რამდენიმე ათეული მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაცია.


მომსახურების საორიენტაციო ღირებულება:

აუთსორსინგის ფასები

ფასები მოცემულია ლარებში და შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს დღგ-ს ჩათვლით.


3 მიზეზი იმისთვის თუ რატომ არის ჩვენი მომსახურებით სარგებლობა ეფექტური:

* თქვენს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას ანდობთ პროფესიული სერვისის კომპანიას, რომელიც სრულად იღებს პასუხისმგებლობას თქვენი კომპიუტერების და სხვა საოფისე ტექნიკის გამართულად ფუნქციონირებაზე;
* თქვენს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე იზრუნებენ მაღალი დონის IT სპეციალისტები (მათ შორის Microsoft-ის მიერ სერთიფიცირებული) და ნებისმიერი სირთულის პრობლემა იქნება სრულყოფილად გადაწყვეტილი;
* თქვენ მომსახურებას გაგიწევენ ვიზუალურად მოწესრიგებული, ტექნიკურად სრულად აღჭურვილი IT სპეციალისტები, რომლებსაც გააჩნიათ მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უნარ-ჩვევები.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მობ: 593622771
ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად განვიხილოთ მომსახურების პაკეტის თქვენს კომპანიაზე მორგების ნებისმიერი წინადადება.