ვაკანსია

იყო F1-ის გუნდის წევრი, არ არის მარტივი. მეტიც, “F1-ელობა” საკმაოდ მძიმეა, რადგან ის გულისხმობს ძალიან ბევრი პირობის დაკმაყოფილებას: ტექნიკური ცოდნა, პიროვნული თვისებები, გუნდში მუშაობის უნარი, კომპანიის სულისკვეთებისა და ღირებულებების გათავისება, კლიენტზე ორიენტირებული მომსახურების უნარ-ჩვევები და ა.შ.

ჩვენს გუნდში შემოსული თითოეული თანამშრომელი გადის განვითარების რამდენიმე საფეხურს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა და ტექნიკოსი რომელიც არ ზრუნავს თვითგანვითარებაზე და არ “იზრდება”, ვერ იქნება ჩვენი გუნდის წევრი.

ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ, თუ თქვენ კვლავ გაქვთ ჩვენთან მუშაობის სურვილი, შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე გადმოაგზავნოთ თქვენი CV და ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ მას.

contact@f1.com.ge

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არ არის გამოცხადებული მუდმივად – თქვენი გადმოგზავნილი CV-ები განიხილება მიმდინარე რეჟიმში, მაგრამ დაკავშირება მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კომპანიაში დადგება ახალი თანამშრომლის დამატების საჭიროება.