დაგვიკავშირდით: 247-27-27|contact@f1.com.ge

ჩვენ შესახებ

/ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ 2017-12-21T14:22:36+00:00

2008 წლის მიწურულს, ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა აიტი სერვისების კომპანია, რომელიც მსოფლიო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას შესთავაზებდა ქართულ ბაზარს.

კარგად ვაცნობიერებდით, რომ მიზნის მიღწევა ადვილი არ იქნებოდა, ამიტომაც დიდი მოთმინებით და მონდომებით დავიწყეთ იმ გზაზე სიარული, რომელსაც დღესაც ვადგავართ და რომელმაც ჩვენს დასახულ მიზნამდე უნდა მიგვიყვანოს.

დაფუძნების დღიდან დღემდე, ჩვენი გუნდი ფოკუსირებულია მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებაზე. ვთვლით, რომ მხოლოდ მომსახურების მაღალი ხარისხი და კომპეტენციის მაღალი დონე არის წარმატების მიღწევის გარანტი. სწორედ ამიტომ, კომპანია წლიდან წლამდე იზრდება კმაყოფილი მომხმარებლის რეკომენდაციების ხარჯზე.

ჩვენი მიზანია ხელმისაწვდომი გავხადოთ მაღალი დონის აიტი სერვისები მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის

კომპიუტერული მომსახურების ბაზარზე 9 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, ჩვენ შევძელით ლოიალური მომხმარებლების საკმაოდ დიდი პორტფოლიოს შექმნა.

ჩვენი მიზანია, მომხმარებლებისთვის ვიქცეთ სანდო აიტი პარტნიორად, რომლის იმედიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჰქონდეთ. ამის მისაღწევად გამუდმებით ვცდილობთ დავხვეწოთ როგორც ტექნიკური შესაძლებლობები, ასევე მომსახურების ფორმა და უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენთან თანამშრომლობა.

გადმოწერეთ TeamViewer