გადმოწერეთ TeamViewer

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა

მთავარი/ჩვენ შესახებ/კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა 2017-02-06T00:07:31+00:00

ჩვენი აზრით, ბიზნესი არის არა მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საშუალება, არამედ შესაძლებლობა, შევქმნათ მნიშვნელოვანი სარგებელი საოგადოებისთვის.

მიუხედავად მასშტაბებისა, თითოეული ბიზნეს სუბიექტის ძალისხმევა, მიმართული იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება დგას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველას ერთად, თანადგომითა და ერთიანი ძალებით, შეგვიძლია დადებითი ზეგავლენა მოვახდინოთ გარემოზე სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ადამიანებზე ჩვენს გარშემო, თუნდაც მცირედით მაინც შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.

ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაა, რათა მათ შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრირება და საკუთარი თავის დამკვიდრება. ამისთვის კი აუცილებელია ერთის მხრივ თავად ამ ჯგუფების დახმარება, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოების მომზადება მათ მისაღებად.

მზრუნველობამოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მოხუცები და ჩვენი საზოგადოების ყველა ის წევრი, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ სხვადასხვა სახის სიკეთეებზე, ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია და შევეცდებით საქველმოქმედო ფინანსური მხარდაჭერისა თუ სხვადასხვა მოხალისეობრივი აქტივობებით გვერდში დავუდგეთ მათ. ამასთანავე მიზნად ვისახავთ, რომ თითოეულ ჩვენს ძალისხმევას მივცეთ არა ერთჯერადი, არამედ განგრძობადი ხასიათი.

ცალკეული ღონისძიებების გარდა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რამდენიმე აქტივობას ვახორციელებთ, რომელთაც პერმანენტული ხასიათი აქვს:

  • ჩვენი მომხმარებლების მიერ მომსახურების ასანაზღაურებლად განხორციელებული თითოეული ტრანზაქციიდან 1 ლარს ვურიცხავთ საქველმოქმედო ფონდ WeHelp-ს.
  • ის არასამეწარმეო (არაკომერციული) ორგანიზაციები რომლებიც მუშაობენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე, ჩვენს სერვისებზე იღებენ 20%-იანი ფასდაკლებას.

ფინანსური შესაძლებლობების ზრდის შესაბამისად ჩვენი კომპანია შეეცდება გაზარდოს საკუთარი წვლილი ქველმოქმედებაში და მეტი ძალისხმევით შეეცადოს შეიტანოს ფუნდამენტური ცვლილებები საზოგადოების საკეთილდღეოდ.

სიახლეები და ღონისძიებები

თანამშრომლობის მემორანდუმი WeHelp-თან

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღეს F1-მა და ფონდმა WeHelp თანამშრომლობის მეომარანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც ჩვენი კომპანია, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სისტემატურ მხარდაჭერას [...]

15.06.2016|გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: თანამშრომლობის მემორანდუმი WeHelp-თან

უფასო კურსი აიტი აკადემიაში

აიტი აკადემიის ეგიდით განხორციელდა კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტის უფასო კურსი სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებისთვის. უფასო კურსზე დაშვების წინაპირობა სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა იყო. იმ ახალგზარდებს, რომელთაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით [...]

15.06.2014|გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: უფასო კურსი აიტი აკადემიაში
Load More Posts