აიტი აუთსორსინგი

360°-იანი ზრუნვა
თქვენი ორგანიზაციის
ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე

აიტი აუთსორსინგი საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს მიიღონ მაღალი ხარისხის აიტი მომსახურება ბიუჯეტურ ფასად.

ეს არის მობილური აიტი დეპარტამენტი, რომელიც აერთიანებს აიტი პროფესიონალების გუნდს. ის მოქმედებს როგორც თქვენი ორგანიზაციის შიდა აიტი დეპარტამენტი და ზრუნავს თქვენი IT ინფრასტრუქტურის გამართულობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე; როგორც დისტანციურად, ასევე საჭიროების შემთხვევაში – ადგილზე მოსვლით.

ჩვენ ვართ თქვენთან ყოველთვის როცა გჭირდებით

აუთსორსინგის სარგებელი

როდესაც ორგანიზაცია იზრდება, ერთი აიტი სპეციალისტი ხშირად სრულად ვერ ფარავს ყველა საჭიროებას და არასაკმარისი კომპეტენციის ან დაგვიანებული რეაგირებების გამო სამუშაო პროცესი ფერხდება. სრულფასოვანი შიდა გუნდის შექმნა კი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დიდ ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსთანაა დაკავშირებული (მაღალი ხელფასები, კადრების დენადობა, კვალიფიკაციის ამაღლება).

აიტი აუთსორსინგი ამ პრობლემას ხსნის. ერთი სპეციალისტის ნაცვლად, თქვენ გემსახურებათ პროფესიონალთა მთელი გუნდი – სისტემური ადმინისტრატორები, ქსელის ინჟინრები, უსაფრთხოების ექსპერტები და მხარდაჭერის სპეციალისტები.

ეს მიდგომა უზრუნველყოფს:

  • ხარჯების დაზოგვას: თქვენ იხდით მხოლოდ იმ სერვისში, რაც გჭირდებათ და ქირაობთ სრულ გუნდს ერთი თანამშრომლის ხელფასზე ნაკლებ ფასად.
  • მაღალ ექსპერტიზას: თქვენთვის ხელმისაწვდომია მრავალწლიანი, მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე სპეციალისტთა გუნდი.
  • მოქნილობას და მასშტაბირებას: თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად, სერვისიც მარტივად იზრდება და გეძლევათ საშუალება, მშვიდად ფოკუსირდეთ მთავარ საქმეზე.

სრული აიტი მომსახურება

ჩვენი აიტი აუთსორსინგის სერვისი მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას, რომლებიც ერთობლივად უზრუნველყოფს თქვენი ორგანიზაციის IT საჭიროებების სრულ დაფარვას:

გამართული ინფრასტრუქტურა

IT სისტემების მდგრადობისა და უსაფრთხოების საწინდარი მათი სწორი მოწყობაა. ჩვენი პირველადი ამოცანა სწორედ ამ მყარი საფუძვლის შექმნაა, რაც მომავალი შეფერხებების რისკს მინიმუმამდე ამცირებს. ამის შემდეგ კი, მუდმივი მონიტორინგითა და პროაქტიული მართვით, თქვენი გუნდისთვის შეუფერხებელ სამუშაო გარემოს ვუზრუნველყოფთ.

ოპერატიული მხარდაჭერა

ეს მიმართულება თქვენი გუნდის ყოველდღიურ ტექნიკურ სიმშვიდეს ემსახურება. ჩვენ ვზრუნავთ როგორც თანამშრომლების ინდივიდუალურ მოთხოვნებზე, ასევე მთლიანი სისტემის დონეზე წარმოქმნილი კრიტიკული ამოცანების გადაჭრაზე. ჩვენი გუნდის სწრაფი და კომპეტენტური რეაგირება უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის სტაბილურობასა და უწყვეტობას.

აიტი განვითარება

ტექნოლოგიები ვითარდება და თქვენი ორგანიზაციაც იზრდება. როდესაც ახალი ამოცანების ან გამოწვევების წინაშე დგებით, F1 თქვენი საიმედო IT პარტნიორია, რომელიც გეხმარებათ, მიიღოთ სწორი IT გადაწყვეტილებები. ჩვენ გიწევთ კომპეტენტურ კონსულტაციას და გეხმარებით ნებისმიერი IT პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ძირითადი სერვისები

F1-ის აიტი აუთსორსინგი შექმნილია სპეციალურად მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციების საჭიროებების ირგვლივ. ჩვენი 360°-იანი მიდგომა ფარავს ყველა იმ სერვისს, რომელიც შეიძლება თქვენს ბიზნესს შეუფერხებელი მუშაობისთვის დასჭირდეს:

ჩვენ ვზრუნავთ თქვენი IT ინფრასტრუქტურის ყველა მთავარი კომპონენტის – სერვერების, შიდა ქსელისა და კომპიუტერების – გამართულ და სტაბილურ მუშაობაზე.

თქვენი თანამშრომლები იღებენ სწრაფ და კომფორტულ მხარდაჭერას ნებისმიერი კომპიუტერული საკითხის დროს, როგორც დისტანციურად, ასევე ადგილზე მოსვლით.

ვქმნით თქვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ფაილების ავტომატურ სარეზერვო ასლებს, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხო შენახვასა და საჭიროებისას მის სწრაფ აღდგენას.

თანამედროვე ტექნოლოგიებით ვიცავთ თქვენს კომპანიას ციფრული საფრთხეებისგან და ვუზრუნველყოფთ მონაცემებისა და სისტემების სრულ უსაფრთხოებას.

ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თქვენი ბიზნეს ფოსტის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Microsoft 365 , Google Workspace და Zoho Mail.

გეხმარებით სწორად შეარჩიოთ თქვენს ბიუჯეტსა და ამოცანებზე მორგებული კომპიუტერული ტექნიკა და ვზრუნავთ მათი საუკეთესო პირობებით მოწოდებაზე.

ჩვენ სრულად ვაგვარებთ თქვენი პროგრამული ლიცენზიების ადმინისტრისტრირების საკითხს – ვზრუნავთ მათ დროულ შეძენასა და გუნდზე ოპტიმალურ გადანაწილებაზე.

ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, პრობლემას ჩვენი შიდა სერვის ცენტრი აგვარებს. ეს ერთიანი სერვისის ნაწილია, რომელიც გიცავთ დამატებითი სირთულეებისა და შეფერხებებისგან.

ჩვენი გუნდი ზრუნავს თქვენი ოფისის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, თანამედროვე ვიდეო მონიტორინგისა და კონტროლირებადი დაშვების სისტემების მოწყობით.

ვნერგავთ და ვმართავთ თანამედროვე სატელეფონო სისტემებს, რაც აუმჯობესებს კომუნიკაციას და ამცირებს სატელეკომუნიკაციო ხარჯებს.

ვზრუნავთ კარტრიჯების დროულ მომსახურებაზე, რათა თქვენი საბეჭდი ტექნიკა მუდამ გამართულად მუშაობდეს.

ვასწავლით თქვენს თანამშრომლებს ტექნოლოგიების ეფექტიან და უსაფრთხო გამოყენებას, რაც ზრდის მათ პროდუქტიულობას და იცავს კომპანიას რისკებისგან.

აიტი მომსახურება ხელშეკრულებით

ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება მკაფიო და გამჭვირვალე კონტრაქტს, სადაც დეტალურად ვთანხმდებით მომსახურების ყველა პირობაზე.

ყოველი სერვის მოთხოვნა ფიქსირდება ბილეთების სისტემაში, რაც საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ დროს მიიღოთ დეტალური რეპორტი. თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რა მომსახურება გაეწია თქვენს გუნდს და როგორ გადაიჭრა თითოეული ამოცანა.

ხელშეკრულების მთავარი ნაწილია Service Level Agreement (SLA),  რომელიც გაძლევთ ინფორმაციას რამდენად დროულად და სრულყოფილად მოხდა მომსახურების მიწოდება.

პარტნიორობის დაწყება

ჩვენთან თანამშრომლობის დაწყება მარტივი და გამჭვირვალე პროცესია, რომელიც 5 მკაფიო ეტაპისგან შედგება:

  1. საჭიროებების გაცნობა: ჩვენ ვიწყებთ თქვენი ორგანიზაციის გაცნობით, ვსწავლობთ თქვენს აიტი საჭიროებებს და გიმზადებთ ინდივიდუალურ შეთავაზებას.

  2. ხელშეკრულების გაფორმება: ვაფორმებთ კონტრაქტს და ვახდენთ პასუხისმგებლობის სრულ გადმობარებას თქვენი არსებული სერვის პროვაიდერისგან.

  3. სისტემის სტაბილიზაცია: ჩვენი გუნდი აწესრიგებს არსებულ IT ინფრასტრუქტურას, ახდენს მის სტანდარტიზაციას და ნერგავს 24/7 მონიტორინგის სისტემებს.

  4. მხარდაჭერის სისტემის გაშვება: ვნერგავთ Helpdesk სისტემას და ვახდენთ თქვენი თანამშრომლების ინფორმირებას თუ როგორ მიიღონ ჩვენგან მხარდაჭერა საჭირო დროს.

  5. ყოველდღიური ზრუნვა და ანგარიშგება: ვიწყებთ სრულფასოვან მომსახურებას და ვნერგავთ გამჭვირვალე რეპორტინგის სისტემას, რათა მენეჯმენტს მუდმივად ჰქონდეს სრული სურათი.

აიტი აუთსორსინგის ფასი

აიტი აუთსორსინგის ღირებულება ყოველთვის მორგებულია თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებზე და განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით:

  • ორგანიზაციის ზომა – რამდენი თანამშრომელი გყავთ და როგორია თქვენი ლოაციების სტრუქტურა, ოფისებისა და ფილიალების გათვალისწინებით.
  • აიტი სისტემების კომპლექსურობა – რა კომპეტენციებია საჭირო თქვენი სერვერების, ქსელების, უსაფრთხოების თუ სხვა სისტემების სამართავად.
  • მხარდაჭერის დონე (SLA) – რა უნდა იყოს რეაგირების დრო თქვენი სისტემის და თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების დროს.

ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ თქვენ იხდით მხოლოდ იმ სერვისებში, რომლებიც რეალურად გჭირდებათ. ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ საუკეთესო ღირებულება და მოქნილი პირობები, რომლებიც ზუსტად ერგება თქვენს ბიუჯეტს.

იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგიქმნათ ჩვენს საფასო პოლიტიკაზე, გთავაზობთ რამდენიმე პირობით მოდელს:

  • ვისთვის: მცირე ზომის ოფისი (3-5 თანამშრომელი) მინიმალური IT ინფრასტრუქტურით (კომპიუტერები, პრინტერი, Wi-Fi).

  • რას ფარავს: ეს არის საბაზისო IT სიმშვიდე. მოიცავს აუცილებელ მხარდაჭერას — დისტანციურ Helpdesk-ს თანამშრომლებისთვის, სისტემის პროაქტიულ მონიტორინგს და პრობლემების დროულ მოგვარებას.

  • ვისთვის: მზარდი ორგანიზაცია (10-15 თანამშრომელი) ერთ ლოკაციაზე, რომელსაც აქვს შიდა ქსელი და ფაილ-სერვერი.

  • რას ფარავს: საბაზისო მხარდაჭერას ემატება ადგილზე ვიზიტები დაგეგმილი სამუშაოებისთვის, შიდა ქსელისა და სერვერის საბაზისო მართვა და IT კონსულტაციები.

  • ვისთვის: საშუალო ზომის ბიზნესი (25-40 თანამშრომელი) შედარებით კომპლექსური ინფრასტრუქტურით (რამდენიმე სერვერი, კორპორატიული ფოსტა, მონაცემთა ბაზები).

  • რას ფარავს: ეს არის ჩვენი 360°-იანი ზრუნვის სტანდარტული მაგალითი. მოიცავს სრულ IT მხარდაჭერას: Helpdesk (ადგილზე ვიზიტით), სისტემებისა და ქსელების სრულ ადმინისტრირებას, კიბერუსაფრთხოების საბაზისო პოლიტიკის დანერგვას და პროაქტიულ 24/7 მონიტორინგს.

  • ვისთვის: დიდი ორგანიზაცია (50-100+ თანამშრომელი) ფილიალებით საქართველოს მასშტაბით, რთული ქსელური არქიტექტურით და უსაფრთხოების მაღალი მოთხოვნებით.

  • რას ფარავს: სრულ 360°-იან მომსახურებას ემატება ფილიალების ქსელის მართვა, კომპლექსური კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტები, IT პროექტების სრული მართვა და საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე გამოყოფილი რესურსი.

ხშირად დასმული კითხვები

რა გამოცდილება აქვს F1-ის გუნდს?

F1-ს ბაზარზე მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია სხვადასხვა მიმართულების სერტიფიცირებული პროფესიონალებით და წარმოადგენს საიმედო IT პარტნიორს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, განურჩევლად ინდუსტრიისა.

რეაგირების დრო და ყველა პირობა მკაფიოდ განისაზღვრება ჩვენს ხელშეკრულებაში (SLA). კრიტიკულ საკითხებზე რეაგირება დაუყოვნებლივია. თუმცა, ჩვენი მთავარი მიზანი პრევენციაა – პრობლემების აღმოფხვრა, სანამ ისინი თქვენს სამუშაო პროცესს შეაფერხებს.

დიახ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ სრულ IT მხარდაჭერას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი პარტნიორული ქსელი საშუალებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად მოვახდინოთ ადგილზე ვიზიტი ნებისმიერ რეგიონსა და ქალაქში.

გადასვლის პროცესი მარტივი და სრულად მართვადია. საშუალოდ, სრულ პასუხისმგებლობას 2 კვირაში ვიბარებთ. ჩვენ მივყვებით მკაფიო 5-ეტაპიან გეგმას, რათა თქვენი წინა პროვაიდერისგან (შიდა კადრის თუ გარე კომპანიისგან) პასუხისმგებლობების გადმობარების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

ჩვენი მიზანი გრძელვადიანი, სანდო პარტნიორობაა, თუმცა პატივს ვცემთ თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვუზრუნველყოფთ სრულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაბარების პროცესს. თქვენი ყველა მონაცემი, სისტემა და წვდომა ორგანიზებულად დაგიბრუნდებათ ან გადაეცემა თქვენ მიერ შერჩეულ ახალ პროვაიდერს.

დიახ, ჩვენი მიდგომა მოქნილია. შეგვიძლია ვიმოქმედოთ, როგორც თქვენი შიდა სპეციალისტის დამხმარე გუნდმა (თანამართვადი აუთსორსინგი), გადმოვიბაროთ კონკრეტული მიმართულებები (მაგ. ქსელის ადმინისტრირება ან კიბერუსაფრთხოება) და გავაძლიეროთ თქვენი IT შესაძლებლობები.

დროა იგრძნოთ რას ნიშნავს
მოწესრიგებული აიტი ინფრასტრუქტურა

დაგვიკავშირდით

ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი საჭიროებები და სურვილები. ამის საფუძველზე კი გაგიზიარებთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია თქვენი ორგანიზაციისთვის.