გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენი მომსახურების პირობებს. F1-ის სერვისებით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენთვის მისაღებია ეს წესები და ეთანხმებით მას.
სერვისები და ღირებულება
სერვისების დეტალურ ჩამონათვალსა და მათ ღირებულებას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
ვებგვერდზე მითითებულ ფასებს ემატება დღგ 18%.
ანგარიშსწორება
ანგარიშსწორება წარმოებს ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ონლაინ გადახდის ან საბანკო გადარიცხვის გზით.
- წინასწარი გადახდა – ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც პირველად იყენებს ჩვენს სერვისს.
- მომსახურების შემდგომი გადახდა – ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომელსაც ერთხელ მაინც გამოუყენებია ჩვენი სერვისი.
ჩვენი პასუხისმგებლობა და თქვენი გარანტია
F1-ის მთავარი ღირებულება გულითადი ზრუნვაა, ამიტომ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.
ხარისხის გარანტია: თუ მომსახურების გაწევიდან 3 დღის განმავლობაში რაიმე ხარვეზი აღმოჩნდება, ჩვენ მას სრულიად უსასყიდლოდ გამოვასწორებთ.
თანხის დაბრუნება: იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური მიზეზების გამო სასურველი შედეგი ვერ დადგა, თქვენ მიერ გადახდილი თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.
სერვისის შეწყვეტა: თუ ხედავთ, რომ სამუშაო პროცესი აჭარბებს დათქმულ საორიენტაციო ვადებს, თქვენ გაქვთ უფლება შეწყვიტოთ მომსახურება ყოველგვარი ფინანსური ვალდებულების გარეშე.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას არაპირდაპირი ან შემთხვევითი ზიანის დადგომის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
კონფიდენციალურობა
ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით თქვენს კონფიდენციალურობას, რომლის პირობებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ტექნიკური მოთხოვნები
სერვისის შეუფერხებლად მისაღებად, სასურველია თქვენი მოწყობილობა აკმაყოფილებდეს მინიმალურ მოთხოვნებს:
- პროცესორი – 4 ბირთვი [4 ნაკადი], არანაკლებ 2 GHz
- ოპერატიული მეხსიერება – 6 GB
- ოპერაციული სისტემა – Windows 10/11
დადასტურება და უკუკავშირი
დისტანციური მომსახურების გაწევის შემდეგ, მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს შესრულებული სამუშაო, ხოლო სურვილის შემთხვევაში შეუძლია დააფიქსიროს უკუკავშირი მიღებული მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.