მომსახურების წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენი მომსახურების პირობებს. F1-ის სერვისებით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენთვის მისაღებია ეს წესები და ეთანხმებით მას.

სერვისები და ღირებულება

სერვისების დეტალურ ჩამონათვალსა და მათ ღირებულებას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • ვებგვერდზე მითითებულ ფასებს ემატება დღგ 18%.

  • ადგილზე მომსახურების შემთხვევაში, გაწეული სერვისების ღირებულებას ერთჯერადად დაემატება ვიზიტის საფასური.

ვიზიტის დაგეგმვა

IT სპეციალისტის გამოძახებისას, თქვენ წინასწარ გეცნობებათ მომსახურების ძირითადი პირობები და საორიენტაციო ღირებულება. თქვენი თანხმობის შემდეგ, ჩვენ დავგეგმავთ სპეციალისტის ვიზიტს თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე.

ვიზიტის გაუქმება შეგიძლიათ სპეციალისტის მოსვლამდე 2 საათით ადრე. თუ გაუქმება ხდება 2 საათზე ნაკლებ დროში, ანაზღაურებას დაექვემდებარება მხოლოდ ვიზიტის საფასური.

მომსახურების პროცესი

მომსახურების მიმდინარეობისას, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ან დააზუსტოთ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა. განახლებულ პირობებს ჩვენ დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ.

ანგარიშსწორება

მომსახურების დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ინვოისს ელექტრონულ ფოსტაზე. გადახდას შეძლებთ უნაღდო ანგარიშსწორებით, ინვოისის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას არაპირდაპირი ან შემთხვევითი ზიანის დადგომის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

კონფიდენციალურობა

ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით თქვენს კონფიდენციალურობას, რომლის პირობებსაც შეგიძლიათ ბმულზე.

გარანტია

ჩვენს ყველა სერვისს აქვს გარანტია. თუ მომსახურების დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში რაიმე ხარვეზს აღმოაჩენთ, ჩვენ მას გამოვასწორებთ უფასოდ – დისტანციურად ან საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მოსვლით.

გარანტია არ ვრცელდება, თუ:

  • დაზიანება გამოწვეულია ტექნიკის არასტანდარტული ან ექსტრემალური გამოყენებით.
  • პრობლემა არ უკავშირდება ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს.
  • შენიშნულია თქვენი ან მესამე პირის მიერ ტექნიკაში უნებართვო ჩარევა.