მუდმივი ზრუნვა თქვენი მონაცემების უსაფრთხოებაზე
ბიზნესის ციფრული უსაფრთხოება ორ განუყოფელ ნაწილს ეყრდნობა: პირველი ბექაფირების სისტემის მოწყობაა, რომელიც ქმნის საიმედო ტექნიკურ ფუნდამენტს, ხოლო მეორე – მისი მუდმივი მონიტორინგი.
მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიები ბექაფირების პროცესს სრულად ავტომატიზებულს ხდის, თუმცა რეალური უსაფრთხოება ადამიანური ზედამხედველობისა და ექსპერტიზის იმგვარი ერთობლიობაა, რომელიც ავტომატიზაციას საიმედო შედეგად აქცევს.
შესაძლოა კომპანია ჰქონდეს სათანადოდ აწყობილი ბექაფირების სისტემა, მაგრამ კრიტიკულ მომენტში აღმოჩნდეს რომ სარეზერვო ასლი არ არის მუშა მდგომარეობაში და აღდგენას არ ექვემდებარება.
თუ გსურთ თქვენი ამჟამინდელი სისტემის ობიექტური შეფასება, იხილეთ ჩვენი სერვისი ბექაფირების სტრატეგიის შეფასება
რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ ავტომატიზებული სისტემა?
ბექაფირების ავტომატიზებული სისტემის გამართვა მხოლოდ დასაწყისია. სისტემა შეიძლება “თავისით” მუშაობდეს, თუმცა პროგრამული განახლება, ქსელური ხარვეზი ან ადამიანური შეცდომა შეიძლება გახდეს ბექაფის პროცესის შეფერხების მიზეზი. ამას კი მხოლოდ მუდმივი ყურადღება აზღვევს:
ფარული შეფერხებების კონტროლი: ავტომატიზებული პროცესი შეიძლება შეუმჩნევლად გაჩერდეს; ჩვენი მუდმივი მეთვალყურეობა კი გარანტიაა, რომ ნებისმიერი ხარვეზი მის კრიზისში გადაზრდამდე გამოსწორდება.
მონაცემთა ფუნქციური ვალიდურობა: სარეზერვო ასლის ფიზიკური არსებობა არ ნიშნავს მის ვარგისიანობას. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ყოველი შენახული ბიტი იყოს ჯანსაღი და ნებისმიერ წამს აღდგენისთვის მზად.
პერსონალური პასუხისმგებლობა: როდესაც სისტემას კონკრეტული მმართველი ჰყავს, თქვენ აღარ ხართ ტექნოლოგიური გამართლების იმედად – თქვენს სიმშვიდეზე ცოცხალი ექსპერტიზა და მუდმივი მზაობა ზრუნავს.
ჩვენი სტანდარტი: ყოველთვიური ტესტირება და ვალიდაცია
ჩვენი სამუშაო ციკლი მოიცავს ყოველთვიურ სატესტო აღდგენასა და შესაბამის დოკუმენტირებას. ყოველი თვის ბოლოს, F1-ის გუნდი ახორციელებს სარეზერვო ასლების ფუნქციურ შემოწმებას რეალურ გარემოში. ეს პროცესი იძლევა იმის გარანტიას, რომ მონაცემები სრულყოფილია და საჭიროების შემთხვევაში, აღდგენა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.
ამ სამუშაოს შედეგებს თქვენ იღებთ სისტემური ანგარიშის სახით, სადაც დეტალურად არის ასახული:
ბოლო 30 დღის განმავლობაში შესრულებული ბექაფების სტატისტიკა.
ჩატარებული ტესტური აღდგენების შედეგები და ვალიდაცია.
რეკომენდაციები ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.
ფასები და პირობები
ბექაფის მართვა არის განგრძობითი სერვისი, რომლის ღირებულებაც დამოკიდებულია დასაცავი მონაცემების მოცულობასა და სისტემების რაოდენობაზე. ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული, პროგნოზირებადი ბიუჯეტი, რომელიც თქვენი სიმშვიდის გარანტი გახდება.
ხშირად დასმული კითხვები
რით განსხვავდება სისტემის მოწყობა მისი მართვისგან?
მოწყობა არის სისტემის გამართვა და ინსტალაცია (ერთჯერადი პროექტი). მართვა კი არის ყოველდღიური მონიტორინგი, კონტროლი და პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სისტემა მუდმივად მუშა მდგომარეობაში იყოს.
რა ხდება, თუ ბექაფის პროცესში ხარვეზი დაფიქსირდა?
ჩვენი 24/7 მონიტორინგის სისტემა მყისიერად გვატყობინებს ხარვეზის შესახებ. ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ ასწორებს მას, ისე რომ თქვენი მუშაობის პროცესი არ ფერხდება.
როგორ ვიყო დარწმუნებული, რომ ბექაფი რეალურად მუშაობს?
ჩვენი სისტემა მუდმივად აგენერირებს სტატუსებს, თუმცა მთავარი გარანტია აღდგენის ყოველთვიური ტესტირებაა, რომლის შედეგებსაც ჩვენ რეგულარულად გიზიარებთ.
რამდენად სწრაფად ხდება მონაცემთა აღდგენა?
მონაცემთა აღდგენა დამოკიდებულია ფაილების მოცულობაზე, თუმცა ჩვენი სისტემა ოპტიმიზებულია მაქსიმალური სისწრაფისთვის. ერთი ფაილის აღდგენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.
დაგვიკავშირდით
სარეზერვო სისტემის უყურადღებოდ დატოვება მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული. გადააბარეთ მონაცემთა უსაფრთხოების მართვა ექსპერტებს, რათა თქვენს ინფრასტრუქტურას მუდმივი პროფესიონალური ზედამხედველობა ჰქონდეს.
დაგვიკავშირდით. ჩვენ მზად ვართ ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა თქვენი კომპანიის ბექაფირების სისტემის მართვაზე.