ბექაფირების სტრატეგიის შეფასება

ბექაფის აუდიტი:
დარწმუნდით თქვენი მონაცემების უსაფრთხოებაში

ბექაფირების სტრატეგიის შეფასება არის მარტივი და ეფექტური გზა იმის გასაგებად, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი მონაცემების დაცვა თქვენივე ბიზნესის რეალურ მოთხოვნებს.

ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ სამი მთავარი ამოცანის გადაჭრაში:

  1. დარწმუნდეთ, რომ თქვენი სტრატეგია ზუსტად პასუხობს ბიზნესის რეალურ საჭიროებებს;
  2. დაადასტუროთ სისტემის ტექნიკური გამართულობა და მისი უხარვეზო მუშაობა;
  3. და რაც ყველაზე მთავარია – გქონდეთ ურყევი გარანტია, რომ საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა აღდგენა მოხდება აუცილებლად და მაქსიმალურად სწრაფად.

ჩვენი დახმარებით თქვენ მიიღებთ ოპტიმალურ გადაწყვეტას, რომელიც არ იქნება არც ზედმეტად რთული და არც სახიფათოდ პრიმიტიული.

ჩვენი გამოცდილება

ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ კლიენტების უმეტესობას სარეზერვო სისტემა ფორმალურად გამართული აქვს, თუმცა:

  • ქეისი 1: კლიენტს ეგონა, რომ ბექაფი კეთდებოდა, თუმცა 6 თვის წინ მომხდარი პროგრამული ხარვეზის გამო პროცესი გაჩერებული იყო.
  • ქეისი 2: სარეზერვო ასლები ინახებოდა იმავე ქსელში, რაც Ransomware შეტევისას ორივე ასლის ერთდროულ დაშიფვრას გამოიწვევდა.
  • ქეისი 3: აღდგენის პროცესი იმდენად ნელი იყო, რომ სერვერის ავარიისას ბიზნესი 3 დღით გაჩერდებოდა. ჩვენი რეკომენდაციით ეს დრო 2 საათამდე შემცირდა.

რატომ არის საჭირო სტრატეგიის გადახედვა?

ხშირად კომპანიებს ჰგონიათ, რომ ბექაფი აქვთ, მაგრამ კრიზისის დროს აღმოაჩენენ, რომ ის ან არასრულყოფილია, ან მისი აღდგენა დიდ დროს მოითხოვს. ჩვენი როლია დაგეხმაროთ ამ გაურკვევლობის მოხსნაში და მოგცეთ სიმშვიდე, რომელსაც რეალური დაცულობა ქმნის.

შეფასების პროცესში ჩვენ ორ მთავარ კითხვას ვპასუხობთ:

  1. სად არის ხარვეზები? – ვპოულობთ იმ “სუსტ წერტილებს”, სადაც მონაცემები შეიძლება საფრთხის ქვეშ იყოს.
  2. როგორ გავაუმჯობესოთ? – გაჩვენებთ კონკრეტულ გზებს, თუ როგორ გახადოთ სისტემა უფრო საიმედო და ეფექტური.

როგორ მიმდინარეობს პროცესი?

ჩვენი მუშაობა არის სწრაფი და თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას ხელს არ უშლის. პროცესი მაქსიმალურად მარტივია:

  • დიაგნოსტიკა: ჩვენ ვეცნობით თქვენს გარემოს და ვადგენთ, რომელი ინფორმაციაა თქვენთვის ყველაზე ფასეული.

  • ანალიზი: ვამოწმებთ სარეზერვო ასლების რეალურ მდგომარეობას და ვტესტავთ მათ ვალიდურობას სხვადასხვა სცენარით.

  • შედეგი: თქვენ იღებთ მკაფიო PDF დოკუმენტს, რომელიც გიჩვენებთ არსებულ რეალობას და გაძლევთ ნაბიჯ-ნაბიჯ სამოქმედო გეგმას.

რას იღებთ საბოლოოდ?

აუდიტის დასრულების შემდეგ, თქვენ ხელთ გაქვთ მკაფიო საგზაო რუკა, რომელიც დაყოფილია პრიორიტეტების მიხედვით:

  • კრიტიკული ხარვეზები: რა უნდა გამოსწორდეს დაუყოვნებლივ, რათა საფრთხე არ დაემუქროს ბიზნესის უწყვეტობას.
  • გაუმჯობესების შესაძლებლობები: როგორ მოვარგოთ სისტემა თქვენს სამომავლო ზრდასა და მოთხოვნებს ისე, რომ ის არ გახდეს ზედმეტად რთული სამართავად.

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს შეფასება?

ფასი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სერვერების რაოდენობაზე, მონაცემთა მოცულობასა და ინფრასტრუქტურის სირთულეზე (ლოკალური, Cloud თუ ჰიბრიდული).

თქვენი ინფრასტრუქტურის სირთულიდან გამომდინარე, პროცესი 3-დან 7 სამუშაო დღემდე გასტანს.

არა, ეს არის მხოლოდ შეფასების და საკონსულტაციო სერვისი. თუმცა, ანგარიშის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ იმპლემენტაცია.

ეს საუკეთესო სცენარია! ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ოფიციალურ დასტურს, რომ თქვენი სტრატეგია სწორია, რაც დამატებით თავდაჯერებულობას შეგძენთ.

დაგვიკავშირდით

დაგვიკავშირდით და გაიგეთ რამდენად საიმედოა თქვენი ბექაფირების სისტემა და მიიღეთ ეფექტური სტრატეგია, რომელიც საუკეთესოდ ერგება თქვენი ბიზნესის საჭიროებებს.