თანამართული აიტი აუთსორსინგი

დამატებითი რესურსი და კომპეტენციები თქვენი IT გუნდის გასაძლიერებლად

თანამართული აიტი აუთსორსინგი ნიშნავს, რომ ჩვენ ვმართავთ თქვენს IT ინფრასტრუქტურას თქვენს შიდა კადრთან ერთად.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, სადაც დახმარება გჭირდებათ – იქნება ეს მომხმარებელთა ყოველდღიური ტექნიკური მხარდაჭერა (Helpdesk), თუ ვიწრო ტექნიკური ექსპერტიზა (მაგ., სერვერის ადმინისტრირება, ქსელის ადმინისტრირება, კიბერუსაფრთხოება და ა.შ.).

მოქნილი პარტნიორობის საშუალებით, ჩვენი გუნდი შეავსებს არსებულ დანაკლისს და იმუშავებს თქვენს შიდა კადრთან შეთამაშებულად.

როგორ ვმუშაობთ

ჩვენი მიდგომა ეფუძნება მკაფიოდ გაწერილ პასუხისმგებლობებს. თანამშრომლობა იწყება მარტივი 4-ეტაპიანი პროცესით:

1. საჭიროებების ანალიზი
პირველ ეტაპზე, ჩვენ ვხვდებით თქვენი კომპანიის მენეჯმენტსა და IT გუნდს, რათა ღრმად გავაანალიზოთ არსებული გამოწვევები, საჭიროებები და მიზნები.

2. პასუხისმგებლობების განაწილება
თქვენს გუნდთან ერთად ვადგენთ თანამშრომლობის მოდელს – ვთანხმდებით, რა რჩება თქვენი გუნდის პასუხისმგებლობაში და რას გადმოგვცემთ ჩვენ.

3. ინტეგრაცია და მუშაობის დაწყება
ჩვენი გუნდი ერთვება თქვენი კომპანიის სამუშაო პროცესებში. ვქმნით ერთიან საკომუნიკაციო არხებს და ვიწყებთ შეთანხმებული ამოცანების შესრულებას.

4. ანგარიშგება
ვიწყებთ ოპერირებას შეთანხმებული მოდელით და რეგულარულად გაწვდით ანგარიშებს შესრულებული სამუშაოს შესახებ, რათა ყოველთვის გქონდეთ სრული სურათი.

ფასები და პირობები

თანამართული IT აუთსორსინგის სერვისის ფასი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • გადმოსაცემი პასუხისმგებლობების მოცულობა და სირთულე

  • თქვენი კომპანიის ზომა და მომხმარებლების რაოდენობა

  • საჭირო მხარდაჭერის გრაფიკი (მაგ., 24/7 თუ სამუშაო საათები)

ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ პერსონალური პირობები, რომლებიც ზუსტად შეესაბამება თქვენს საჭიროებებსა და ბიუჯეტს.

ხშირად დასმული კითხვები

რა განსხვავებაა თანამართულ და სრულ აიტი აუთსორსინგს შორის?

სრული აუთსორსინგი გულისხმობს მთელი IT დეპარტამენტის ჩანაცვლებას. თანამართული მოდელი კი პარტნიორობაა: თქვენ ინარჩუნებთ შიდა გუნდს, ჩვენ კი ვავსებთ კონკრეტულ დანაკლისს (მაგ. ვმართავთ მხოლოდ სერვერებს ან ვუზრუნველყოფთ 24/7 მხარდაჭერას).

დიახ, ეს თანამართული მოდელის მთავარი უპირატესობაა. თქვენ შეგიძლიათ გადმოგვცეთ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მიმართულება: მომხმარებელთა მხარდაჭერა (Helpdesk), სერვერების ადმინისტრირება, ქსელის მართვა, კიბერუსაფრთხოება, ან მონაცემთა ბექაფირება.

არა, პირიქით. ჩვენი მთავარი მიზანია, გავაძლიეროთ და შევავსოთ თქვენი გუნდი. ჩვენ ვხედავთ თქვენს IT სპეციალისტს, როგორც ჩვენს მთავარ პარტნიორს ორგანიზაციის შიგნით. ჩვენი თანამშრომლობა ხსნის იმ შიშებსა და ბარიერებს, რომლებიც შესაძლოა ახლდეს სრულ აუთსორსინგს, რადგან ვქმნით ერთიან, შეთამაშებულ სამუშაო გარემოს.

დაგვიკავშირდით

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს IT გუნდს სჭირდება საიმედო პარტნიორი, რომელიც დაეხმარება ზრდასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში, ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის.

თანამართვადი აიტი აუთსორსინგის შეხვედრის მოთხოვნა