კორპორაციული ელ-ფოსტა

კორპორაციული ელ-ფოსტა ორგანიზაციის აუცილებელი ატრიბუტია და მის გამართულ მუშაობაზე ხშირად მთელი ორგანიზაციის პროცესები არის დამოკიდებული.

ელ-ფოსტის საიმედოობა, მუდმივად ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება, ის ძირითადი კომპონენტებია, რომლის მიხედვითაც კორპორაციული ელ-ფოსტის მუშაობის ხარისხი ფასდება.

წაკითხვა

გაინტერესებთ რა არის კორპორაციული ელ-ფოსტა და რა ეტაპებისგან შედგება მისი შექმნა? წაიკითხეთ ჩვენი ბლოგ-პოსტი ამ თემაზე.

წაკითხვა

თუ თქვენ არ გაქვთ კორპორაციული ელ-ფოსტა ან გაქვთ, მაგრამ არ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, ჩვენ შეგვიძლია მის შექმნაში ან სათანადოდ გამართვაში გაგიწიოთ დახმარება.

ანალიზი და არჩევანის გაკეთებაში მხარდაჭერა

შევისწავლით თქვენი ორგანიზაციის წინაშე მდგარ ამოცანებს, გავაანალიზებთ საჭიროებებს და ამის საფუძველზე გირჩევთ რომელი გადაწყვეტილების გამოყენება იქნება მოცემულ სიტუაციაში თქვენთვის უპრიანი.

იმ ალტერნატივებიდან, რომელიც დღესდღეობით ხელმისაწვდომია ბაზარზე, ყველა მათგანს აქვს თავისი გარკვეული უპირატესობები, ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ფუნქციონალი, ზოგში კი – ფინანსური მხარე.

ტექნიკური მხარდაჭერა

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რამდენიმე საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი, რომელსაც თქვენთან ერთად ან თქვენი დავალებით ჩვენ განვახორციელებთ.

  • დომენის შეძენა;
  • ინფრასტრუქტურის შეძენა;
  • ინფრასტრუქტურის შესაბამისი გამართვა;
  • ძველი ანგარიშების და კონტენტის მიგრაცია ახალ ინფრასტრუქტურაში;
  • ანგარიშების მეილ კლიენტებში ან/და მობაილ აპლიკაციებში გაწერა.

შემდგომი მხარდაჭერა

შემდგომი მხარდაჭერის საჭიროება და მისი მასშტაბი თუ ინტენსივობა დიდად არის დამოკიდებული გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ინფრასტრუქტურის არჩევის დროს იღებს ორგანიზაცია.

ნებისმერ შემთხვევაში, ჩვენ გთავაზობთ შესაბამის ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც შეიძლება გამოიხატოს შემდეგში:

  • ინფრასტრუქტურის მართვა;
  • ანგარიშების მართვა (შექმნა, გაუქმება, პაროლების განულება და ა.შ.);
  • კონტენტის სარეზერვო ასლების შექმნის ორგანიზება და მეთვალყურეობა;
  • მეილ კლიენტების კონფიგურაცია და თრაბელშუთინგი.
მჭირდება კორპორაციული ელ-ფოსტა!

პირველადი კონსულტაცია უფასოა!