გადმოწერეთ TeamViewer

სრული აიტი აუთსორსინგი

//სრული აიტი აუთსორსინგი
სრული აიტი აუთსორსინგი 2017-08-18T20:23:57+00:00

თუ გსურთ:

  • თქვენი ოფისის აიტი ინფრასტრუქტურა იყოს მუდმივად გამართული და პასუხობდეს თქვენი ორგანიზაციის წინაშე მდგარ ამოცანებს,
  • მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ის შეფერხებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ მუშაობაში,
  • სწრაფად და საიმედოდ აღმოფხვრათ წამოჭრილი პრობლემები,
  • ეფექტურად გადაწყვიტოთ ახალი ამოცანები და უპასუხოთ მომავალ გამოწვევებს,
  • და ეს ყველაფერი მიანდოთ კომპანიას, რომელსაც უკვე 8 წელია ენდობა 700-ზე მეტი ორგანიზაცია და არის შესრულებული სამუშაოს ხარისხის გარანტი…

მაშინ, ჩვენ გთავაზობთ მობილური აიტი დეპარტამენტის შექმნას თქვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც სრულად აიღებს პასუხისმგებლობას თქვენი აიტი ინფრასტრუქტურის მართვაზე.

აიტი აუთსორსინგის საშუალებით თქვენ იღებთ სერვისების სრულ სპექტრს და თქვენს განკარგულებაშია არა მხოლოდ ერთი კადრი, შეზღუდული ცოდნითა და შესაძლებლობებით, არამედ მთელი კომპანიის რესურსი, რომელიც აერთიანებს გამოცდილი აიტი სპეციალისტების გუნდს, დივერსიფიცირებული კომპეტენციებით და გამოცდილების სრულ ბაზას, რომელიც 10,000-ზე მეტი შემთხვევის გადაწყვეტას მოიცავს.

ჩვენ გვსურს საქართველოში ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მაღალი დონის აიტი სერვისები, რათა მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებმა ნაკლები დანახარჯებით შეძლონ საკუთარი აიტი ინფრასტრუქტურის ისეთივე მაღალ დონეზე მართვა, როგორც ამას დიდი ზომის ორგანიზაციები ახერხებენ.

ოთარ შარაშენიძე (ტექნიკური დირექტორი)

რას ნიშნავს აიტი აუთსორსინგი, რა უპირატესობები აქვს და რატომ იყენებს მას უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით, შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი სტატიიდან: 5 მიზეზი თუ რატომ ჯობია აიტი სერვისების კომპანიის დაქირავება საკუთარი აიტი თანამშრომლის აყვანას.

რას მოიცავს აიტი აუთსორსინგი?

თქვენი ორგანიზაციისთვის ჩვენ გამოვყოფთ მომაგრებულ აიტი მენეჯერს, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7-ზე და წარმოადგენს ძირითად საკონტაქტო და პასუხისმგებელ პირს, როგორც ტექნიკური, ასევე საორგანიზაციო კუთხით.

კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ მომაგრებული აიტი მენეჯერი ახორციელებს გეგმიურ ვიზიტს თქვენს ოფისში, რა დროსაც იგი ატარებს აიტი ინფრასტრუქტურის მონიტორინგს, აგვარებს მიმდინარე პრობლემებს და ასრულებს დღის წესრიგში მდგარ სხვადახვა ტექნიკურ ამოცანებს.
ინციდენტების შემთხვევაში, თქვენს თანამშრომლებს შეუძლიათ ონლაინ ჩეთის საშუალებით დაუკავშირდნენ ჩვენს დისტანციური მხარდაჭერის ჯგუფს, რომელიც სამუშაო საათებში მუდმივად ხაზზეა და სულ რამდენიმე წუთში შეუძლია წამოჭრილი პრობლემების 90%-ის მოგვარება დისტანციურად.
ხოლო იმ ინციდენტებზე რეაგირება, რომელთა მოგვარებაც მისი ხასიათიდან გამომდინარე დისტანციურად არ ხერხდება, ხორციელდება ადგილზე ვიზიტის საშუალებით. თქვენი მომაგრებული აიტი მენეჯერი შეტყობინების მიღებიდან მინიმალურ დროში თქვენს ოფისში იქნება და ადგილზე მოაგვარებს პრობლემას.

თუმცა, ორგანიზაციის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ მომსახურების ინტენსივობისა და ხასიათის განსხვავებული ფორმატებიც. ჩვენს პრაქტიკაში გვაქვს აიტი აუთსორსინგის კლიენტ ორგანიზაციაზე მორგების არაერთი პრეცედენტი.

ხშირად დასმული კითხვები

აიტი აუთსორსინგის ხელშეკრულებაში სტანდარტულად შედის:

  • ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამების ინსტალაცია/რეინსტალაცია, მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ელექტრონული ფოსტის ადმინისტრირება და მხარდაჭერა;
  • შიდა ქსელის ადმინისტრირება, ინტერნეტთან წვდომის მართვა;
  • სერვერული სისტემებისა და მასთან დაკავშირებული სერვისების მართვა;
  • კომპიუტერული უსაფრთხოებისა და მონაცემთა რეზერვირების უზრუნველყოფა;
  • ანტივირუსული პაკეტების მართვა, მათი განახლება და კომპლექსური დაცვის უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი, ფაქსი და სხვა) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • აპარატურული დაზიანებების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილის გამოცვლა;
  • კომპეტენტური კონსულტაცია კომპანიის წინაშე მდგარი აიტი ამოცანების გადასაწყვეტად და მესამე პირებთან ურთიერთობაში მხარდაჭერა;
  • კომპიუტერული ტექნიკის ექსპლუატაციის სტრატეგიის დაგეგმვა და ახალი ტექნიკის შესყიდვების განხორციელებაში მხარდაჭერა.

ჩამოთვლილის გარდა, ორგანიზაციის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მოხდეს დამატებითი ასპექტების მოცვაც.

აიტი აუთსორსინგის ხელშეკრულება არ მოიცავს ტექნიკის მაკომპლექტებელი ნაწილებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების ხარჯებს. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ ხარჯებს კლიენტი ორგანიზაცია დამოუკიდებლად გაიღებს.
აიტი აუთსორსინგის ღირებულება გულისხმობს ფიქსირებულ ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს, რომელიც ხელშეკრულებით განისაზღვრება და მისი გამოთვლა რამდენიმე ფაქტორზე არის დამოკიდებული. ძირითადად ეს არის აიტი ინფრასტრუქტურის მოცულობა და მისი მართვის სირთულე, ასევე ხდება ოფისის ლოკაციის მხედველობაში მიღებაც, ორგანიზაციის ხასიათი და სხვა ფაქტორები. საორიენტაციო ღირებულების გამოთვლა ჩვენს ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი, თუმცა იგი შეიძლება დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც მოხდება თქვენი ორგანიზაციის ინდივიდუალური საჭიროებების განხილვა.
ყველა ის სერვისი, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი კომპანიისგან, ცალკეული აიტი პროექტის სახით განიხილება და მისი პირობების შეთანხმება ინდივიდუალურად ხდება. ამ დროს მხედველობაში მიიღება არსებული თანამშრომლობა და ყველა დანარჩენი სერვისის ღირებულების დათვლა ხდება სპეციალური საშეღავათო პირობებით.
აიტი აუთსორსინგის ხელშეკრულება ფორმდება თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ვადით – 1 თვიდან 24 თვემდე, ან უვადოდ. ამავდროულად, ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს კლიენტებს შევთავაზოთ პირობა, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება. მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხი არ იქნება მათთვის დამაკმაყოფილებელი, არ გადაიხადონ გაწეული მომსახურების საფასური.

მომსახურების ღირებულება

მომსახურების ღირებულება რამდენიმე ფაქტორის საფუძველზე გამოითვლება. მათ შორის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის აიტი ინფრასტრუქტურის მოცულობა, ტექნიკური მხარდაჭერის ინტენსივობა და ხასიათი, ოფისის თუ ფილიალების ადგილმდებარეობა და სხვა.

მოცემული სატარიფო გეგმებიდან თქვენ უნდა აირჩოთ თქვენთვის სასურველი და მის საფუძველზე მოახდინოთ შემდგომი გაანგარიშება. სატარიფო გეგმებში მოცემულია ფასი 1 კომპიუტერზე/თვეში და შეიცავს დღგ-ს.

კალკულატორი

რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენზე:

მათი მომსახურება ინდივიდუალურად არის მორგებული ჩვენს ორგანიზაციაზე, რაც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად გადავჭრათ მიმდინარე და ფორსმჟორული ამოცანები.

ეს არის კომპანია რომელიც სულ ჩვენს გვერდით არის. ყველაზე მეტად ვაფასებ მათ 24 საათიან ხელმისაწვდომობას. F1 ძალიან საიმედო პარტნიორია!

გიორგი მაკარიძე, mogo.ge

მათთან თანამშრომლობით ჩვენ მივიღეთ გამართული აიტი ინფრასტრუქტურა ჩვენს სააფთიაქო ქსელში და მიმდინარე ამოცანების გადაწყვეტის ძალიან სწრაფი და ეფექტური შესაძლებლობები.

დავით ქობულია, ფარმ სახლი

ჩვენთვის მთავარი ღირებულება პრობლემებზე სწრაფი და კვალიფიციური რეაგირებაა, ჩვენი მხრიდან დამატებითი ძალისხმევის გარეშე საჭირო დროს ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან.

პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფი

მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენი კომპანია F1-თან თანამშრომლობს, ჩვენ ვიღებთ მომსახურების მაღალ ხარისხს. ამის ძირითადი განმპირობებელი მათი მაღალკვალიფიციური კადრებია.

დავით ლომიძე, Nexia TA

ბიუჯეტურ ფასად მივიღეთ მაღალკომპეტენტური სერვისი, რომელიც აბსოლიტურად პასუხობს ჩვენს მოთხოვნებს – ეს არის ის, რის გამოც ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად წარმატებულია.

სალომე ჟორჟოლიანი, კარიერული წარმატების ჯგუფი

Send this to a friend