ჩვენ შესახებ

საიმედო IT პარტნიორი თქვენი ბიზნესის სტაბილურობისთვის

F1 – კომპიუტერული სერვისი არის დამკვიდრებული ბრენდი აიტი სერვისების ბაზარზე.

17 წელზე მეტია ჩვენ ვემსახურებით მცირე და საშუალო ბიზნესს და ვუქმნით მათ საიმედო და გამართულ ტექნოლოგიურ გარემოს.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ აიტი სერვისების სრულ სპექტრს მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის - ყოველდღიური მხარდაჭერიდან სტრატეგიულ აიტი განვითარებამდე - ერთი ფანჯრის პრინციპით და გულითადი ზრუნვით.

სერვისების მრავალფეროვნება, მომსახურების მაღალი ხარისხი და პასუხისმგებლობა გვაქცევს არაერთი ორგანიზაციის საიმედო აიტი პარტნიორად.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენი ფასეულობები მხოლოდ სიტყვები არ არის – ეს არის პრინციპები, რომლებითაც ყოველდღიურად ვხელმძღვანელობთ.

  • მომხმარებელზე ორიენტაცია: ჩვენი საქმიანობის ცენტრში ყოველთვის ჩვენი მომხმარებელია – ვუსმენთ მათ და ვქმნით სერვისებს მათი საჭიროებების ირგვლივ;

  • პატიოსნება: ვმოქმედებთ სამართლიანად, გამჭვირვალედ და პატიოსნად – მაშინაც კი, როცა არავინ გვიყურებს;

  • პასუხისმგებლობა: ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქმედებების შედეგებზე – და ვასრულებთ ყველა დაპირებას.

ჩვენი მიმართულებები

ჩვენი სერვისები სამ ძირითად, ერთმანეთთან დაკავშირებულ მიმართულებად იყოფა, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთ სივრცეში შემოგთავაზოთ სრული ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

  1. ბიზნეს სერვისები: ჩვენ ვემსახურებით მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებს და ვთავაზობთ მათ IT საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს – იქნება ეს ერთჯერადი მხარდაჭერა დისტანციურად, ადგილზე გამოძახება, სრული IT აუთსორსინგი თუ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და ა.შ.

  2. სერვის ცენტრი: ჩვენი სერვის ცენტრი ემსახურება როგორც კომპანიებს, ისე ფიზიკურ პირებს. აქ თქვენ მიიღებთ კვალიფიციურ დახმარებას ნებისმიერი კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტირებისა და შეკეთებისთვის – გარანტირებული ხარისხითა და დროული სერვისით.

  3. პერსონალური სერვისები: ჩვენ ვუზრუნველყოფთ ინდივიდუალურ IT მხარდაჭერასა და ტექნოლოგიურ კომფორტს ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ხარისხსა და პერსონალურ ზრუნვას აფასებენ.

რომელი მომსახურებითაც არ უნდა სარგებლობდეთ, ყოველი სერვისის უკან დგას კომპანიის სახელი და იმიჯი. ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ გაქვთ ურთიერთობა კომპანიასთან, რომელიც არის შესრულებული სამუშაოს ხარისხის გარანტი.

ვინ არიან ჩვენი მომხმარებლები და რატომ გვირჩევენ ჩვენ

ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებთან.

ჩვენი გამოცდილება არ შემოიფარგლება მხოლოდ საოფისე ტიპის კომპანიებით; ჩვენ ღრმად ვიცნობთ ისეთი სფეროების სპეციფიკას, როგორიცაა:

  • საცალო ვაჭრობა და სავაჭრო ქსელები

  • მშენებლობა და დეველოპმენტი

  • სტუმარმასპინძლობა (სასტუმროები და რესტორნები)

  • ჯანდაცვა (კლინიკები და სამედიცინო ცენტრები)

  • ფარმაცია და სააფთიაქო ქსელები

  • საფინანსო სექტორი (მიკროსაფინანსო ორგანიზაციები)

  • საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები

  • არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები

  • მედია და გამომცემლობა

  • ლოგისტიკა და დისტრიბუცია

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი უკუკავშირი, ამიტომ რეგულარულად ვატარებთ გამოკითხვებს ჩვენს კლიენტებს შორის. კითხვაზე – რატომ ირჩევთ F1-თან თანამშრომლობას? – ჩვენი პარტნიორების პასუხები ასე ნაწილდება:

პროფესიონალიზმი 99%
მომსახურების ხარისხი 97%
სტაბილურობა 92%
პოზიტიური კომუნიკაცია 90%
სისწრაფე 86%
ეფექტიანობა 85%

F1 ჯგუფი

ჩვენი საქმიანობა მოიცავს რამდენიმე შვილობილ ორგანიზაციას, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ და ერთად ქმნიან ტექნოლოგიური სერვისების სრულყოფილ ეკოსისტემას.

  • F1 – აიტი აკადემია: ჩვენი საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მომავალი პროფესიონალები პრაქტიკულ ცოდნას იღებენ სისტემებისა და ქსელების ადმინისტრირებაში. აკადემია ჩვენი გუნდის მუდმივი განვითარებისა და მომავალი პროფესიონალების სამჭედლოა.

  • ELEMENT.GE: კომპიუტერული ტექნიკის B2B ონლიან მაღაზია, რომელიც ორგანიზაციებს ამარაგებს მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული ტექნიკით და სთავაზობს მათ სწრაფ მიწოდებას, გადავადებულ გადახდებს და კორპორაციული შესყიდვების სასიამოვნო გამოცდილებას.

  • Cameron: შვილობილი კომპანია, რომელიც კომპანია INWEST-თან ერთად შევქმენით. სპეციალიზდება ვიდეო სამეთვალყურეო და დაშვების კონტროლის სისტემების მიმართულებით, რომელიც ქმნის უსაფრთხო გარემოს ბიზნესისა და კერძო პირებისთვის.

  • F1 – ზრუნვის ფონდი: ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება, რომელიც მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერასა და მათთვის უკეთესი მომავლის შექმნას. გვჯერა, რომ წარმატებული ბიზნესი საზოგადოებაზე ზრუნვის ვალდებულებასაც გულისხმობს.

F1-ის ეკოსისტემის თითოეული მიმართულება ქმნის ერთიან, ძლიერ ჯგუფს. ეს გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ სანდო პარტნიორი ნებისმიერი ზომის ორგანიზაციისთვის და შევიტანოთ ჩვენი წვლილი როგორც ბიზნესის, ისე საზოგადოების განვითარებაში.