გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენი კომპიუტერული ტექნიკა “მორალურ ცვეთას” განიცდის – იგი ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.

რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწასთან ერთად იზრდება მოთხოვნები აპარატურული უზრუნველყოფის მიმართ. მაგალითად, თუ ადრე ოპერაციული სისტემა Windows XP-ისთვის რეკომენდებული ოპერატიული მეხსიერება 1GB იყო, ამჟამად Windows 10-სთვის აღნიშნული – 4GB-ია. აღარაფერს ვამბობთ თანამედროვე თამაშებზე, რომელთა მოთხოვნები ვიდეობარათების მიმართ გამუდმებით იზრდება.

კომპიუტერის გაუმჯობესება შესაძლებელია სხვადასხვა კომპონენტის ხარჯზე. ყველაზე ხშირი და ამავდროულად ფინანსურად გამართლებულია:

  • ოპერატიული მეხსიერების (RAM) გაზრდა;
  • HDD მყარი დისკის ჩანაცვლება SSD დისკით;
  • პროცესორის (CPU) ჩანაცვლება;
  • ვიდეობარათის (GPU) ჩანაცვლება.

კომპიუტერის გაუმჯობესება ანალიზით უნდა დაიწყოს – უნდა შეფასდეს მისი შემადგენელი კომპონენტების მონაცემები და განისაზღვროს რომელი მათგანის ჩანაცვლება იქნება გონივრული, ფინანსურ დანახარჯებთან და მოსალოდნელ შედეგებთან მიმართებაში.

ჩვენ სერვის ცენტრში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ კომპეტენტური რჩევა – რამდენად აქვს აზრი კომპიუტერის გაძლიერებას, რა დაგიჯდებათ ამა თუ იმ კომპონენტის შეძენა და რა მოსალოდნელ შედეგს უნდა ველოდეთ.

შესაძლებელია თქვენი ძველი მაკომპლექტებელი ნაწილის ჩაბარება მოხდეს ჩვენს სერვის ცენტრშივე. ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისად განხორციელდება ნაწილის შეფასება და შესყიდვის ღირებულების დადგენა

გაითვალისწინეთ, რომ გაუმჯობესება ყოველთვის არ არის საუკეთესო გზა, ხშირ შემთხვაში ახალი ტექნიკის შეძენა უფრო გამართლებულია ხოლმე. როცა ალტერნატივები სასწორზე დაიდება, ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ სიტუაციის სწორ შეფასებასა და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში.