აიტი სერვისები
თქვენი ბიზნეს და პირადი საჭიროებებისთვის

2008 წლიდან ჩვენ ვზრუნავთ თქვენი აიტი სისტემების გამართულ მუშაობაზე, რათა თქვენ გქონდეთ სიმშვიდე და შესაძლებლობა სრულად კონცენტრირდეთ საკუთარ საქმეზე

ჩვენ ვართ თქვენთან ყოველთვის როცა გჭირდებით!

წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით და გავაფართოვეთ აიტი სერვისების ეკოსისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაღალი ხარსიხის აიტი სერვისები ერთი საიმედო IT პარტნიორის საშუალებით

ბიზნეს სერვისები არის ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულება, რომელიც შექმნილია მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის.

დაწყებული ერთჯერადი ტექნიკური მხარდაჭერიდან დასრულებული სრული აიტი აუთსორსინგით, ჩვენ ვფარავთ თქვენი ორგანიზაციის ყველა ძირითად აიტი საჭიროებებს.

პოპულარული სერვისები:

სერვის ცენტრი უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის შეკეთების სრულ მომსახურებას – დიაგნოსტიკას, სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას, შეკეთებასა და საიმედო გარანტიას.

სერვის ცენტრში ჩვენ ვემსახურებით როგორც ორგანიზაციებს, ისე კერძო პირებს.

პოპულარული სერვისები:

ჩვენი მიზანია, მაღალი დონის აიტი მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს თქვენი პირადი საჭიროებებისთვისაც, როგორც დისტანციურად, ისე სპეციალისტის გამოძახებით თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე.

პოპულარული სერვისები:

წელი
0
იურიდიული პირი
0 +
ფიზიკური პირი
0 +
გადაჭრილი პრობლემა
0 +

ხშირად დასმული კითხვები

რას მოიცავს F1-ის IT სერვისები?

ჩვენი მთავარი მიმართულებაა ორგანიზაციის კომპიუტერული ინფრასტრუქტურის მართვა – კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და სერვერების სტაბილური და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა. ჩვენი სერვისები არ მოიცავს პროგრამირებას ან ვებ-დეველოპმენტს; ჩვენ ვზრუნავთ ტექნოლოგიურ ფუნდამენტზე, რომელიც თქვენი საქმიანობის უწყვეტობას განაპირობებს.

ჩვენი მთავარი აქცენტი მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებია, თუმცა გვაქვს სერვისები, რომლებიც საინტერესოა მსხვილი ბიზნესისთვისაც. ჩვენი ეკოსისტემა მოიცავს სამ მიმართულებას: ბიზნეს სერვისები (იურიდიული პირებისთვის), სერვის ცენტრი (იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის) და პერსონალური სერვისები (ფიზიკური პირებისთვის).

ჩვენ გთავაზობთ მომსახურების რამდენიმე მოქნილ ფორმას: პრობლემების უმეტესობა გვარდება დისტანციურად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ტექნიკოსის გამოძახება თქვენს ლოკაციაზე. ტექნიკის ფიზიკური შეკეთებისთვის შეგიძლიათ გვეწვიოთ ჩვენს სერვის ცენტრში, ან ისარგებლოთ ჩვენი საკურიერო სერვისით და მიიღოთ მომსახურება ოფისიდან გაუსვლელად.

ჩვენი ფასების პოლიტიკა სრულად გამჭვირვალეა და არ შეიცავს ფარულ ხარჯებს. ბიზნეს სერვისებისთვის გთავაზობთ როგორც სტანდარტულ პაკეტებს ფიქსირებული ფასით, ისე თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ინდივიდუალურ შეთავაზებებს, რომელთა ღირებულებაც წინასწარ გეცოდინებათ.

ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ შესრულებულ სამუშაოზე. ჩვენი 17-წლიანი რეპუტაცია ბაზარზე თქვენი სიმშვიდის გარანტიაა. F1-ის მიერ მიწოდებულ ყველა სერვისსა და პროდუქტს თან ახლავს საიმედო გარანტია, რადგან თითოეული შესრულებული სამუშაოს უკან ჩვენი კომპანიის სახელი დგას.

F1 აერთიანებს 17-წლიან გამოცდილებას, საერთაშორისო სტანდარტებს და წამყვან ტექნოლოგიებს (Microsoft, Google, MikroTik, Cisco, HP, Dell). ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია სისტემური ადმინისტრატორებით, ქსელის ინჟინრებითა და ტექნიკური ექსპერტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ რეაგირებას და სანდო IT პროცესებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიებისთვის.

ჩვენი ოფისი და სერვის ცენტრი მდებარეობს ვახუშტის ხიდთან: გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი, 1ა (ბიზნეს ცენტრი “ატრიუმი”). ჩვენთან მოსვლა მოსახერხებელია მისი ცენტრალური ადგილმდებარეობის გამო, ხოლო ადგილზე ყოველთვის დაგხვდებათ საპარკინგე ადგილები ვიზიტორებისთვის.

ჩვენი მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით დისტანციურად, რიგ შემთხვევევბში ადგილზე ვიზიტით.

შეგიძლიათ გაგვესაუბროთ ვებ.გვერდზევე ონლაინ ჩათში, დაგვირეკოთ ტელეფონზე ან მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე ან სოაციალურ ქსელებში.