კომპიუტერული პარკის განახლება, დიდი ფინანსური ტვირთის გარეშე
ტექნიკა როგორც სერვისი არის კომპიუტერული ტექნიკის ფლობის თანამედროვე მოდელი, რომელიც F1-მა ქართული ბაზრისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ეს არის ჭკვიანური გზა, მიიღოთ უახლესი კომიუტერული ტექნიკა თქვენი გუნდისთვის მაღალი პირველადი დანახარჯების გარეშე.
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კომპიუტერული პარკის ერთიანად განახლება მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ხშირად, ეს ერთჯერადი, მაღალი დანახარჯი ართულებს ბიუჯეტის დაგეგმვას. შედეგად, თანამშრომლები მუშაობენ მოძველებულ, ნელ კომპიუტერებზე, რაც პირდაპირ აისახება მათ პროდუქტიულობაზე.
ჩვენ ეს მსოფლიოში პოპულარული მიდგომა მოვარგეთ ქართული ბაზრის საჭიროებებს და შევქმენით FlexTop - ექსკლუზიური პროდუქტი მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის
FlexTop არ არის კლასიკური ლეპტოპის იჯარა გამოსყიდვით და არც სტანდარტული კომპიუტერები განვადებით – ეს არის სერვისი, რომელიც გათავისუფლებთ ფინანსური ტვირთისგან და განიჭებთ სიმშვიდეს.
როგორც ერთ დროს განვადებამ ადამიანებს სასურველი შენაძენის გაკეთება გაუმარტივა, დღეს FlexTop თქვენს ბიზნესს უმარტივებს თანამედროვე ლეპტოპებით გუნდის აღჭურვას – დიდი ფინანსური ტვირთის გარეშე.
როგორ მუშაობს ეს სერვისი
პროცესი დაფუძნებულია მარტივ და გამჭვირვალე ფინანსურ მოდელზე. თქვენ ირჩევთ სასურველ ლეპტოპებს, ჩვენ კი ვზრუნავთ დანარჩენზე.
დიდი, ერთჯერადი კაპიტალური დანახარჯის (CapEx) ნაცვლად, თქვენ იხდით მცირე, პროგნოზირებად ყოველთვიურ საოპერაციო ხარჯს (OpEx).
მოდით, განვიხილოთ მაგალითი 1500 ლარის ღირებულების ლეპტოპზე:
| ეტაპი | გადასახდელი თანხა | გადახდის დრო | მაგალითი |
|---|---|---|---|
| პირველადი შენატანი | ღირებულების 20% | ხელშ. გაფორმებისას | 300 ლარი |
| ყოველთვიური გადასახადი | ღირებულების 8% | 12 თვის განმავლობაში | 120 ლარი |
| საკუთრებაში გადმოცემა | ღირებულების 10% | 12 თვის შემდეგ | 150 ლარი |
12 თვის შემდეგ, თქვენი ჯამური დანახარჯი იქნება 1890 ლარი, ლეპტოპი კი სრულად გადმოდის თქვენს მფლობელობაში.
შედეგი: სიმშვიდე, პროდუქტიულობა და პროგნოზირებადი ბიუჯეტი
FlexTop-ის მთავარი ღირებულება ფინანსურ სარგებელს სცდება. თქვენ იღებთ:
პროდუქტიულ გუნდს: თანამედროვე ტექნიკა თანამშრომლებს ეხმარება, იმუშაონ სწრაფად და ეფექტურად.
პროგნოზირებად ბიუჯეტს: ფიქსირებული კომპიუტერული ტექნიკა ყოველთვიური გადახდით IT ხარჯებს მარტივად სამართავს ხდის.
ტექნოლოგიურ სიმშვიდეს: თქვენს გუნდს ყოველთვის აქვს წვდომა საიმედო და განახლებულ ტექნიკაზე.
ხშირად დასმული კითხვები
შემიძლია თუ არა სასურველი მოდელის ლეპტოპების შერჩევა?
დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენი გუნდი თქვენთან ერთად განიხილავს თქვენს საჭიროებებს და შეგარჩევინებთ ლეპტოპებს, რომლებიც ზუსტად შეესაბამება თქვენი თანამშრომლების სამუშაო სპეციფიკას.
ვრცელდება თუ არა სერვისი მხოლოდ ლეპტოპებზე?
ამ ეტაპზე FlexTop მოდელი მორგებულია ლეპტოპებზე. თუ გაინტერესებთ სხვა ტიპის კომპიუტერული ტექნიკის შეძენა მსგავსი პირობებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
რა არის FlexTop სერვისის მინიმალური და მაქსიმალური ლიმიტი?
FlexTop სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ, თუ თქვენ მიერ შერჩეული ტექნიკის ჯამური ღირებულება 1,000-დან 50,000 ლარამდეა. ეს გვაძლევს საშუალებას, მოვერგოთ როგორც მცირე, ისე საშუალო ზომის კომპანიების საჭიროებებს.
შესაძლებელია თუ არა 12 თვეზე მეტი ვადით სარგებლობა?
დიახ, შესაძლებელია. თუ თქვენი შეკვეთის ჯამური ღირებულება 10,000 ლარს აღემატება, ჩვენ მზად ვართ, ინდივიდუალურად განვიხილოთ 12 თვეზე ხანგრძლივი პერიოდიც, თქვენი ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე.
რა ხდება, თუ ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა დამჭირდა?
ჩვენ გვესმის, რომ ბიზნესის საჭიროებები შეიძლება შეიცვალოს. ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ კონტრაქტი და დააბრუნოთ ლეპტოპები. თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უფრო ადრე დაგჭირდათ, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება პირველი 6 თვის გადასახადის დაფარვა.
ვის ეკუთვნის ლეპტოპები ხელშეკრულების პერიოდში?
ხელშეკრულების 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში ლეპტოპები ითვლება F1-ის საკუთრებად. ვადის ამოწურვისა და საბოლოო, სიმბოლური გადასახადის დაფარვის შემდეგ, ტექნიკა სრულად გადმოდის თქვენს მფლობელობაში.
რა გარანტია ვრცელდება ტექნიკაზე?
თქვენი სიმშვიდისთვის, FlexTop-ის ფარგლებში მიღებული ყველა ლეპტოპი ორმაგი გარანტიით არის დაცული. გარდა მწარმოებლის ოფიციალური გარანტიისა, თქვენ დამატებით იღებთ F1-ის სერვის ცენტრის მხარდაჭერას. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტექნიკური მომსახურება ჩვენი მხრიდან უფასოა – თქვენ იხდით მხოლოდ შესაცვლელი ნაწილის ღირებულებას, საჭიროების შემთხვევაში.
დაგვიკავშირდით
თუ გსურთ კომპიუტერული ტექნიკის შეძენა FlexTop პროგრამით, დაგვიაკავშირდით და გაგვიზიარეთ თქვენი საჭიროებები, რათა შემოგტავაზოთ თქვენს ორგანიზაციაზე მორგებული წინადადება.