1.    შესავალი

მომსახურების ეს პირობები (TOS) წარმოადგენს შეთანხმებას F1 – კომპიუტერული სერვისისა (შემდგომში მოხსენიებული როგორც ჩვენ, ჩვენი) და ჩვენი სერვისების მომხმარებლებს (შემდგომში მოხსენიებული როგორც თქვენ, თქვენი) შორის.
ჩვენი სერვისებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით ჩვენს წესებსა და პირობებს. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მათ.

2.    სერვისები

ჩვენ ვართ IT სერვისების პროვაიდერი და გთავაზობთ ისეთ სერვისებს როგორებიცაა : აიტი კონსულტაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, იქნება ეს პრობლემების მოგვარება თუ სხვადასხვა ამოცანების გადაწყვეტა. სერვისებისა და ფასების სია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე – f1.com.ge.

3.    სპეციალისტის ადგილზე ვიზიტი

როდესაც გადაწყვეტთ ჩვენი სერვისებით სარგებლობას და დაეთანხმებით წინასწარ ინვოისს, შეთანხმებულ დროს გამოგიგზავნით კვალიფიციურ სპეციალისტს

4.    შეკვეთის გაუქმება

თუ სპეციალისტის მოსვლამდე დარჩენილია არანაკლებ 2 საათისა, გამოძახების გაუქმება არის უფასო. სხვა შემთხვევაში გაუქმებისას გადაიხდით ვიზიტის საფასურს.

5.    გადახდის პირობები

გადახდის პირობებთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე ან მიიღებთ ოპერატორისგან. სერვისების ფასები შესაძლოა დრო და დრო შეიცვალოს (იურიდიული პირების შემთხვევაში ფასს ემატება დღგ)

*მომსახურების გაწევის დროს, გარემოებების ცვლილების შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს სერვისების ჩამონათვალი და ფასები. ამის შესახებ წინასწარ გაცნობებთ ოპერატორი ან სპეციალისტი.

6.    ანგარიშსწორება

მომსახურების შესრულების შემდეგ, სპეციალისტი გამოწერს ინვოისს, რომელსაც მიიღებთ ელ.ფოსტაზე. ინვოისის გადასახდელად გექნებათ 10 კალენდრული დღე.

7.    გარანტია

ჩვენ გთავაზობთ გარანტიას ჩვენს შესრულებულ სერვისზე. დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით ჩვენს ვებგვერდზე ან შეგიძლიათ მიმართოთ ოპერატორს.

*კომპიუტერული ნაწილების შემთხვევაში ყველა მათგანს აქვს სპეციალური საგარანტიო პირობები

8.    პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას არაპირდაპირი ან შემთხვევითი ზიანის დადგომის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ჩვენი სერვისების გამოყენებისას, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

9.    კონფიდენციალურობა

ჩვენ სერიოზულად ვიცავთ თქვენს კონფიდენციალურობას. არ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას.

*კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ contact@f1.com.ge

10. მარეგულირებელი კანონი

ეს მომსახურების პირობები რეგულირდება და განიმარტება კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ამ მომსახურების პირობებიდან დაექვემდებარება შესაბამისი ორგანოს იურისდიქციას.

11. მომსახურების პირობების ცვლილება

კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს მომსახურების პირობები ნებისმიერ დროს, მომხმარებელთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების ან სხვა საშუალებებით გაცნობისთანავე. თქვენი პასუხისმგებლობაა პერიოდულად გადახედოთ ჩვენს მომსახურების წესებსა და პირობებს.
*ჩვენი სერვისებით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გაიგეთ და ეთანხმებით ამ მომსახურების წესებსა და პირობებს.

საგარანტიო პირობები

1. სისტემის ინსტალაცია/რეინსტალაცია – 2 კვირა
2. პროგრამული გაუმართაობის აღმოფხვრა – 2 კვირა
3. ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება – 2 კვირა
4. პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია – 2 კვირა
5. ფიზიკური ხარვეზის აღმოფხვრა და დაზიანებული ნაწილის შეცვლა – 2 კვირა

კომპიუტერული ნაწილების შემთხვევაში ყველა მათგანს აქვს სპეციალური საგარანტიო პირობები და დამოკიდებულია ნაწილის პროვაიდერ კომპანიაზე.
საგარანტიო პირობები არ იმოქმედებს პერსონალური კომპიუტერის არა ნორმალიზებული ან ექსტრემალურ პირობებში გამოყენებით მიღებულ დაზიანებაზე

6. დამატებითი პროფესიული პროგრამების ინსტალაცია – 1 კვირა
7. ელექტრონული ფოსტის კლიენტის კონფიგურაცია – 2 კვირა

საგარანტიო პერიოდში თუ აღმოაჩენთ რაიმე ხარვეზს რომელიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული ჩვენს მიერ შესრულებული სერვისთან, ჩვენ მოგიგვარებთ ამ პრობლემას დისტანციურად ან ადგილზე მოსვლით, დამატებითი საფასურის გარეშე.

საგარანტიო პირობებით გათვალისწინებული დროის ათვლა დაიწყება ინვოისის გამოწერიდან.

საგარანტიო პირობებში არ შედის ისეთი პრობლემების მოგვარება, რომლებიც პირდაპირ არაა გამოწვეული ჩვენს მიერ შესრულებული სერვისიდან.
ჩვენს მიერ შესრულებული სერვისის შემდეგ მომხმარებლის მიერ განხორციელებული ჩარევები გამოიწვევს გარანტიის გაუქმებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

თუ გაქვთ რაიმე შენიშვნა ან პრობლემა დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე – contact@f1.com.ge