ვიდეო თამაშების ინსტალაცია ხშირად თავის ტკივილად იქცევა ხოლმე: ჯერ უნდა მოძებნო თამაშის საინტალაციო ფაილი, შემდეგ გადმოწერო იგი, მოახდინო ლიცენზიის სიმულაცია და შეიძლება აღმოაჩინო, რომ საინტალაციო ფაილი არ ყოფილა მუშა ვერსია.
ასევე, არსებობს რისკი, რომ საინტალაციო ფაილს მოყვებოდეს ვირუსი, რომელიც შემდგომში შეიძლება თქვენი კომპიუტერის დაზიანების მიზეზი გახდეს.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ვიდეოთამაშების ინსტალაციის მომსახურებას
თამაშების დიდი არჩევანი
არჩევანი ფაქტიურად ულიმიტოა – ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ ყველა ის თამაში, რომელიც არ საჭიროებს ონლაინ კავშირს და მისი საინსტალაციო პაკეტი რეალურად ინტერნეტში მოძიებადია.
სრული კომფორტი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ თავიდან აგარიდებთ თამაშების საინტალაციო ფაილების ძებნისა და გადმოწერის პროცედურებს, რომ არაფერი ვთქვათ ინსტალაციის სირთულეზე.
უსაფრთხოება
გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსების პოტენციური წყარო ყველაზე ხშირ შემთხვევაში გატეხილი თამაშებია, ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით საინსტალაციო ფაილების შემოწმებას ავტორიტეტულ ანტივირუსებზე.
ხარისხის გარანტია
და რაც მთავარია, თქვენს მიერ მოთხოვნილი თამაში იქნება წინასწარ გატესტილი და შემოწმებული ე.წ. თავსებადობაზე, ანუ რამდენად შესაბამისობაშია იგი თქვენი კომპიუტერის სიმძლავრეებთან.
მომსახურების ღირებულება
ჩვენ მზად ვართ უფასოდ გაგიწიოთ კონსულტაცია – შეგარჩევინოთ სასურველი თამაში, შევუსაბამოთ იგი თქვენს გემოვნებასა და თქვენი კომპიუტერის შესაძლებლობებს.