როგორ შევქმნათ კორპორაციული ელ-ფოსტა?

კორპორაციული ელ-ფოსტა, იგივე ბიზნეს ელ-ფოსტა, თანამედროვე ბიზნესის აუცილებელი ელემენტია. იგი ორგანიზაციის იმიჯის ნაწილია და საქმიან ურთიერთობებში ე.წ. ჯენერიკ ელ-ფოსტის ანგარიშების ქონა (Gmail.com, Yahoo.com, მითუმეტეს Mail.ru და ა.შ.) უკვე ცუდ ტონად ითვლება.

მაინც რა არის კორპორაციული ელ-ფოსტა?

კორპორაციული ელ-ფოსტა ეს არის ელ-ფოსტის ანგარიში საკუთარ დომენზე. მაგალითად, name.surname@mydomain.ge სადაც mydomain.ge ჩვენი ორგანიზაციის დომენია.

კორპორაციული ელ-ფოსტის შექმნის პროცესი 3 ეტაპისგან შედგება:

  1. საკუთარი დომენის რეგისტრაცია.
  2. ელ-ფოსტის ინფრასტრუქტურის შერჩევა.
  3. ანგარიშების შექმნა.

1. დომენის რეგისტრაცია

დომენური სახელის მოფიქრება შემოქმედებითი პროცესია, ან ის შეიძლება უბრალოდ იმეორებდეს თქვენი ორგანიზაციის სახელწოდებას.

.GE დომენის რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოთ რომელიმე ქართულ რეგისტრატორს. დომენის ღირებულება წელიწადში 30 ლარია.

რაც შეეხება .COM დომენს, მის რეგისრაციას ბევრი კომპანია ახორციელებს, მათ შორის ყველაზე პოპულარულია GoDaddy.

.COM დაბოლოების გარდა, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ .ORG, .NET, .INFO, .BIZ და კიდევ ბევრი სხვა დაბოლოება.

2. ელ-ფოსტის ინფრასტრუქტურის შერჩევა

ელ-ფოსტის ინფრასტრუქტურის შერჩევა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა კორპორაციული ელ-ფოსტის შემქმნის დროს.

ამ ეტაპზე სწორად უნდა მოხდეს ორგანიზაციის წინაშე მდგარი ამოცანების ანალიზი, როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო საჭიროებების პროგნოზის ჭრილში.

ორგანიზაციას შეუძლია ააწყოს საკუთარი ინფრასტრუქტურა ან იქირაოს იგი.

ჩვენ ყველაზე პოპულარული ალტერნატივების შესახებ გეტყვით:

ამ დროს ორგანიზაცია იძენს ფიზიკურ სერვერს ან ქლაუდში ყიდულობს სივრცეს, სადაც ანთავსებს ელექტრონული ფოსტის პროგრამულ უზრუნველყოფას – Microsoft Exchange, Kerio Connect ან სხვა გადაწყვეტილებას.

ასეთ დროს ორგანიზაციის ხარჯი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:

  • ფიზიკური სერვერის (სასერვერო, გაგრილება, უწყვეტი კვება) ან ქლაუდში სივრცის შეძენა.
  • პროგრამული გადაწყვეტილების ლიცენზია.
  • დამატებითი პროგრამული გადაწყვეტილებების ლიცენზიები: სპამ კონტროლი, ანტივირუსი, სერთიფიკატები და ა.შ.
  • პროგრამული უზრუნველყოფის პირველადი გამართვისთვის სპეციალისტის ჰონორარი.
  • შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერისთვის სპეციალისტის ყოველთვიური ხელფასი.

ელ-ფოსტის ანგარიშების ყოველდღიური მოხმარება მეილ-კლიენტებით და მობაილ აპლიკაციებით არის შესაძლებელი.

ჰოსტინგი ეს არის ფიზიკური სივრცე, გამოყოფილი ადგილი სერვერზე, რომელსაც ორგანიზაცია ქირაობს და მასზე ანთავსებს დომენს (შემდგომ მასზე ხდება ვებ-გვერდის განთავსებაც).

თვისობრივად, ჰოსტინგებს შორის ორი ალტერნატივა გვაქვს:

  • ქართული ჰოსტინგი – საქართველოში განთავსებული სერვერებით, რომლებზეც წვდომა ქართველი მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფია (ლოკალ ინტერნეტი).
  • უცხოური ჰოსტინგი – საქართველოს ფარგლებს გარეთ განთავსებული სერვერები, რომლებზე წვდომაც ქართველი მომხმარებლებისთვის შედარებით ნელია (გლობალ ინტერნეტი).

ფუნქციონალის მხრივ, როგორც წესი, ერთნაირი ბიუჯეტის ფარგლებში უცხოური ჰოსტინგი უფრო მეტ შესაძლებელობებს გვაძლევს.

ყველა ჰოსტინგი იძლევა ელ-ფოსტის ანგარიშების შექმნის შესაძლებლობას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობებით ხასიათდება, მაგრამ ალტერნატივებს შორის ყველაზე იაფ არჩევანს წარმოადგენს.

ელ-ფოსტის ანგარიშების ყოველდღიური მოხმარება მეილ-კლიენტებით და მობაილ აპლიკაციებით არის შესაძლებელი.

ელ-ფოსტის პროვაიდერი ეს არის კომპანია, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას თქვენი ელ-ფოსტის ანგარიშების ფიზიკურ განთავსებაზე და ელექტრონული ფოსტის სისტემით უზრუნველყოფაზე.

ყველაზე პოპულარული პროვაიდერები არიან Google და Microsoft, ხელმოწერის პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით G Suite და Office 365.

ერთ მომხმარებელზე თვეში $6-დან შესაძლებელია ორგანიზაციას ჰქონდეს მსოფლიო კლასის პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტია.

აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელოვანი პლიუსია მაღალი დონის დაცვა სპამებისა და სხვადასხვა ტიპის ვირუსებისგან, რომელიც ელ-ფოსტის საშუალებით ვრცელდება.

ელ-ფოსტის ანგარიშების ყოველდღიური მოხმარება როგორც მეილ-კლიენტებით, ასევე ვებ და მობაილ აპიკაციებით არის შესაძლებელი.

დასკვნა: სამივე ალტერნატივას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. მათ შორის არჩევანი კი, როგორც უკვე ვთქვით, ორგანიზაციის ამოცანებიდან და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა გაკეთდეს.

3. ანგარიშების შექმნა

ელ-ფოსტის ანგარიშების შექმნა ბოლო ეტაპია და ის იმ ინფრასტრუქტურაში ხორციელდება, რომელზეც არჩევანი პროცესის მეორე ეტაპზე შევაჩერეთ.

ყველაზე ხშირად გამოყენებული ფორმატები, რომელსაც ელ-ფოსტის ანგარიშების შექმნისას იყენებან არის:

  • s.gvari@mydomain.ge
  • sakheli.gvari@mydomain.ge
  • sakheli@mydomain.ge

სხვადასხვა მიზნებისთვის, სასურველია თუ ორგანიზაციაში ყველა ანგარიშისთვის ერთიანი ფორმატი იქნება გამოყენებული.

ანგარიშების შექმნის შემდეგ, უნდა მოხდეს მათი გაწერა მეილ-კლიენტებში ან მობაილ აპლიკაციებში. გარკვეულ შემთხვევებში, სადაც ეს შესაძლებელია, მომხმარებლები ელ-ფოსტის ანგარიშის ვებ აპლიკაციით გამოყენებას ამჯობინებენ.

კორპორაციული ელ-ფოსტის შექმნა