გამართული აიტი ინფრასტრუქტურა

გამართული
აიტი ინფრასტრუქტურა

რომელიც სრულად პასუხობს თქვენი ორგანიზაციის ამოცანებს, ხოლო მუდმივი მონიტორინგი საშუალებას იძლევა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შეფერხებების ალბათობა

ეფექტური რეაგირება
შეფერხებებზე

24/7 ხელმისაწვდომობა და ტექნიკური მხარდაჭერის მოქნილი შესაძლებლობები, რაც მიმდინარე ინციდენტებზე დროული რეაგირების საშუალებას იძლევა

ეფექტური რეაგირება შეფერხებებზე
მომსახურების ხარისხის გარანტია

მომსახურების
ხარისხის გარანტია

კომპანია, რომელსაც უკვე 15 წელია ენდობიან და პროფესიონალების გუნდი, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას იღებს მომსახურების ხარისხზე

ჩვენ გვსურს საქართველოში ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მაღალი დონის აიტი სერვისები, რათა მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებმა ნაკლები დანახარჯებით შეძლონ საკუთარი აიტი ინფრასტრუქტურის ისეთივე მაღალ დონეზე მართვა, როგორც ამას დიდი ზომის ორგანიზაციები ახერხებენ.

ოთარ შარაშენიძე

ოთარ შარაშენიძე

ჩვენ ვართ თქვენთან, როცა გჭირდებით

თქვენი ორგანიზაციისთვის ჩვენ გამოვყოფთ მომაგრებულ აიტი მენეჯერს, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7-ზე და წარმოადგენს ძირითად საკონტაქტო და პასუხისმგებელ პირს, როგორც ტექნიკური, ასევე საორგანიზაციო კუთხით.

გეგმიური ვიზიტები

გეგმიური ვიზიტები

მომაგრებული აიტი მენეჯერის ვიზიტები თქვენს ოფისში, თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ

დეტალურად
დისტანციური მხარდაჭერა

დისტანციური მხარდაჭერა

დაშორებული წვდომა, მიმდინარე ტექნიკური პრობლემების ყველაზე სწრაფი გადაწყვეტის გზა

დეტალურად
საავარიო ვიზიტები

საავარიო ვიზიტები

ტექნიკოსის ვიზიტი თქვენს ოფისში, როცა ინციდენტებზე რეაგირება დისტანციურად ვერ ხერხდება

დეტალურად

მომსახურების ღირებულება

მომსახურების ღირებულება რამდენიმე ფაქტორის საფუძველზე გამოითვლება. მათ შორის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის აიტი ინფრასტრუქტურის მოცულობა, ტექნიკური მხარდაჭერის ინტენსივობა და ხასიათი, ოფისის თუ ფილიალების ადგილმდებარეობა და სხვა.

ეკონომი

2900თვეში
  • გამოყოფილი აიტი მენეჯერი
  • დისტანციური მხარდაჭერა
  • გეგმიური ვიზიტები (თვეში ერთხელ)
  • საავარიო ვიზიტების გარეშე *

სტანდარტი

3900თვეში
  • გამოყოფილი აიტი მენეჯერი
  • დისტანციური მხარდაჭერა
  • გეგმიური ვიზიტები (კვირაში ერთხელ)
  • საავარიო ვიზიტები (თვეში ერთხელ)

პრემიუმი

4500თვეში
  • გამოყოფილი აიტი მენეჯერი
  • დისტანციური მხარდაჭერა
  • გეგმიური ვიზიტები (კვირაში ერთხელ)
  • საავარიო ვიზიტები (ულიმიტოდ)
* საავარიო ვიზიტების საჭიროების შემთხვევაში მომსახურება განხორციელდება ერთჯერადი მომსახურების ფორმატით.

ფასები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს გარეშე და გულისხმობს 1 მომხმარებლის ღირებულებას თვეში.

ხშირად დასმული კითხვები

აუთსორსინგის კონტრაქტი მოიცავს შემდეგ ტექნიკურ სერვისებს:

  • სერვერული ინფრასტრუქტურის და სერვისების მართვა;
  • ოპერაციული სისტემის ინსტალაცია/რეინსტალაცია, ვერსიის განახლება, სისტემური პრობლემების მოგვარება;
  • სამომხმარებლო პროგრამების ინსტალაცია და გამართვა, დაზიანებების აღმოფხვრა;
  • სისტემისა და სამომხმარებლო პროგრამების ოპტიმიზაცია;
  • ანტივირუსული პაკეტების განახლება და კომპლექსური დაცვის უზრუნველყოფა, ვირუსებისგან მიყენებული დაზიანებების აღმოფხვრა;
  • არასაჭირო სისტემური ჩანაწერების, დროებითი და ნარჩენი ფაილების გასუფთავება კომპიუტერის მუშაობის ოპტიმიზაციისათვის;
  • მყარი დისკის, გაგრილების სისტემის და სხვა აპარატურული უზრუნველყოფის შემოწმება ფიზიკურ დაზიანებებზე;
  • ელექტრონული ფოსტის ადმინისტრირება და მხარდაჭერა, თანამშრომლებისთვის ახალი მომხმარებლების შექმნა, მოდიფიკაცია, წაშლა. მეილ კლიენტებზე კონფიგურაცის განხორციელება. ბაზის ბექაფირება, მიგრაცია და ა.შ.
  • მონაცემთა ბაზების და სხვა მნიშვნელოვანი ფაილების რეზერვირება, რეზერვირებული ან/და დაკარგული ფაილების აღდგენა (პროგრამულ დონეზე შესაძლებლობების ფარგლებში);
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციის შიდა ქსელის ადმინისტრირება, ინტერნეტთან წვდომის მონიტორინგი და მართვა;
  • ინტერნეტ პროვაიდერებთან და ტექნიკურის სერვისის მომწოდებელ სხვა მესამე პირებთან ურთიერთობა დამკვეთის სახელით;
  • დესკტოპ კომპიუტერების მტვრისგან გაწმენდა, აპარატურული დაზიანებების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილის გამოცვლა;
  • საგარანტიო და პოსტსაგარანტიო სერვისების მართვა;
  • კომპიუტერული ინფრასტრუქტურის მოწყობის კონსულტაცია და შესყიდვებში მხარდაჭერა.

აუთსორსინგის კონტრაქტი არ მოიცავს პროგრამული ლიცენზიებისა და ფიზიკური დაზიანებების დროს საჭირო მაკომპლექტებელი ნაწილების ღირებულებას.

ყველა ის მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით და საჭიროებს ტექნიკური პერსონალის ინტენსიურ ჩართულობას ან მაღალ კომპეტენციებს, განიხილება ინდივიდუალურად, დამოუკიდებელი აიტი პროექტის სახით.

გეგმიური ვიზიტების დანიშნულება ორგანიზაციის აიტი ინფრასტრუქტურის მუდმივი მონიტორინგი და ოპტიმიზაციაა. ამით ჩვენ ვახდენთ პოტენციური პრობლემების წინასწარ პრევენციას და ვამცირებთ ინციდენტების ალბათობას, რამაც შეიძლება მომავალში ხელი შეუშალოს თქვენს პროდუქტიულობას.

გეგმიურ ვიზიტებზე ხორციელდება:

  • ოპერაციული სისტემისა და პროგრამების განახლება;
  • სისტემური ხარვეზების გასწორება;
  • ანტივირუსული პაკეტების განახლება და კომპიუტერების სრული სკანირება ვირუსებზე;
  • დროებითი და ნარჩენი ფაილების გასუფთავება;
  • სარეზერვო ასლების აღება და შემოწმება;
  • და ა.შ.

ასევე, აიტი მენეჯერი ახორციელებს იმ ტექნიკურ დავალებებს, რომელიც შეიძლება წამოიჭრას კომპანიის მენეჯმენტის ან რომელიმე თანამშრომლის მიერ.

მიმდინარე ტექნიკურ პრობლემებზე რეაგირებას პირველ რიგში დისტანციური მხარდაჭერის ჯგუფი ახდენს, რომელსაც ონლაინ ჩათის საშუალებით უკავშირდებით. დისტანციური დაშვების პროგრამა TeamViewer-ის გამოყენებით ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა სულ რამდენიმე წუთში არის შესაძლებელია.

დისტანციურ მხარდაჭერასთან დაკავშირება ასევე შესაძლებელია ტელეფონის საშუალებითაც.

თუ პრობლემის მოგვარება დისტანციურად შეუძლებელია, შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერის ღონისძიებებს ჩვენი წამორმადგენელი თავად გაუწევს ორგანიზებას.

საავარიო ინციდენტებზე რეაგირების საორიენტაციო დრო 1 საათია და ის დიდად არის დამოკიდებული თქვენი ოფისის ადგილმდებარეობაზე და დღე-ღამის მონაკვეთზე, რომელიც სატრანსპორტო გადაადგილებისთვის საჭირო დროს განსაზღვრავს.

მომსახურების ინტენსივობის შერჩევა თქვენი ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს და ამაში ჩვენი წარმომადგენლები დაგეხმარებიან.

ღირებულების გამოთვლა კი ჩვენი კალკულატორის საშუალებითაც არის შესაძლებელი, იგი სრულიად გამჭვირვალე და ყველასთვის საერთოა. ცალკეულ შემთხვევებში, როცა ორგანიზაციის საჭიროებების სპეციფიკურია, მომსახურების ღირებულების გამოთვლა ინდივიდუალურად ხდება.

რას ნიშნავს აიტი აუთსორსინგი, რა უპირატესობები აქვს და რატომ იყენებს მას უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით, შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი სტატიიდან: 5 მიზეზი თუ რატომ ჯობია აიტი სერვისების კომპანიის დაქირავება საკუთარი აიტი თანამშრომლის აყვანას.

დაინეტერსების შემთხვევაში მოგვწერეთ ონლაინ ჩათში ან დაგვიკავშირდით ქოლ-ცენტრის ნომერზე 247-27-27.