აიტი ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა დიდწილად არის დამოკიდებული სათანადოდ მოწყობილ შიდა ქსელზე.
ახალ საოფისე სივრცეში კომპიუტერული ქსელის მოწყობა ან არსებული ქსელის მოდიფიკაცია ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად, ყველაზე ხშირად მოთხოვნადი სერვისია. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ 170-ზე მეტი ორგანიზაციის შიდა ქსელი გვაქვს დაპროექტებული და გამართული, როგორც მარტივი, ასევე რთული და განსაკუთრებულად რთული ამოცანებით.
პროცესი 3 ეტაპისგან შედგება:
საჭიროებების ანალიზი და დაგეგმვა
პირველ ეტაპზე ჩვენ კონსულტაციას გავივლით და ანალიზს გავუკეთებთ თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს და დაგიგეგმავთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიყენებთ პრაქტიკაში გამოცდილ ინდუსტრიულ სტანდარტებს, რათა თქვენი ქსელი იყოს მაქსიმალურად ოპტიმიზირებული და ეფექტური თქვენი ბიზნესისთვის. ამასთანავე, ჩვენ დავგეგმავთ ქსელს მომავალი ზრდის გათვალისწინებით, რაც საშუალებას მოგცემთ გააფართოოთ თქვენი ბიზნესის ინფრასტრუქტურა როცა ამის საჭიროება დადგება.
დეტალურად: შიდა ქსელის დაგეგმვა
კაბელირების სამუშაოები
შემდგომ ეტაპზე ვახორციელებთ უშუალოდ კაბელირების სამუშაოებს. ჩვენი კაბელირების სპეციალისტები იხელმძღვანელებენ იმ დიზაინით, რომელიც თქვენთვის შევქმენით და გაიყვანენ ქსელს სასერვეროდან საბოლოო წერტილებამდე. მოახდენენ კაბელების ტესტირებას და მარკირებას.
დეტალურად: შიდა ქსელის კაბელირება
ქსელური აპარატურის კონფიგურაცია
მესამე ეტაპზე ხდება ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია. ჩვენს სპეციალისტებს აქვთ ფართო გამოცდილება სხვადასხვა მწარმოებლის მაღალი დონის მოწყობილობებთან, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ კონფიგურაცია თქვენი მოთხოვნების და საჭიროებების მიხედვით და დავრწმუნდეთ, რომ თქვენი ქსელი იმუშავებს გამართულად და საიმედოდ.
დეტალურად: ქსელური აპარატურის კონფიგურაცია
რაც მთავარია, აღნიშნული სამუშაობის განხორციელების შემდეგ, დამკვეთს გადაეცემა შიდა ქსელის სრული დოკუმენტაცია, შემდგომი მენეჯმენტის გასაადვილებლად.