Linux ოპერაციულ სისტემას ძირითადად სერვერულ გარემოში იყენებენ, მათ შორის Google, Facebook, Amazon და ა.შ. საკუთარ სასერვერო ინფრასტრუქტურაში. მაგრამ ლინუქსი გამოიყენება ასევე როგორც სამომხმარებლო კომპიუტერების ოპერაციული სისტემა. ევროპული ქვეყნების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ლინუქსი უსაფრთხოების ამაღლების და ასევე ლიცენზიებზე ეკონომიის მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც კერძო ისე სახელმწიფო სექტორის პერსონალურ კომპიუტერებზე. საქართველოშიც უკვე რამოდენიმე ორგანიზაცია მთლიანად ან ნაწილობრივ არის გადასული ლინუქსზე, მათ შორის საფინანსო და საგანმანათლებლო სექტორებიდან.
გამომდინარე იქიდან, რომ ლინუქსის ოპერაციული სისტემა დაფუძნებული ღია კოდზე და შესაბამისად უფასოა, მისი გამოყენება გათავისუფლებთ ლიცენზირების ხარჯისგან – როგორც ოპერაციულ სისტემაზე, ასევე საოფისე პროგრამულ პაკეტებზე. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ლინუქსისთვისაც დღესაც არ არის გავრცელებული ადეკვატურად საშიში ვირუსები, არ არსებობს ანტივირუსის და მასთან დაკავშირებული ხარჯების საჭიროებაც.
სად შეიძლება იქნეს გამოყენებული ლინუქსი?
სერვერები
ლინუქსის გამოყენების ყველაზე ვრცელი არეალია სერვერები. ლინუქსზე შეიძლება აეწყოს ფაილ სერვერები, ვებ-სერვერები, მონაცემთა ბაზის სერვერები, 1C სერვერები და ა.შ.
სამუშაო კომპიუტერები
პერსონალური კომპიუტერებისთვის ლინუქსი შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მაიკროსოფტის ოპერაციული სისტემის ალტერნატივა. არსებობს მასთან თავსებადი საოფისე პროგრამები, ხოლო პოპულარული ბრაუზერების თუ საკომუნიაციო აპლიკაციების უმრავლესობა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის ლინუქსის ვერსიებსაც გვთავაზობენ.
რა შემთხვევებშია ლინუქსის გამოყენება შეუძლებელი ან დაკავშირებულია ხარვეზებთან?
ლინუქსის გამოყენება შეუძლებებელია ისეთ სამუშაო ადგილებზე, სადაც აუცილებელია Adobe პროდუქტების უახლესი ვერსიების გამოყენება. Adobe საკუთარი პოლიტიკიდან გამომდინარე არ უშვებს თავისი პროგრამების ვერსიებს ლინუქსისთვის. მართალია არსებობს რიგი ანალოგი Adobe პროგრამებისთვის, თუმცა მათში სამუშაოდ საჭიროა შესაბამისი კომპეტენციების ფლობა.
ლინუქსზე გადასვლა ასევე პრობლემურია თუ მომხმარებლები სიღრმისეულად იყენებენ Microsoft Office-ს ფუნქციებს, ანდა განსაკუთრებული ფორმატირების დოკუმენტებთან მუშაობენ.
მაგრამ…
ლინუქსისთვის შექმნილია სპეციალური კომპონენტი სახელწოდებით WineHQ, რომელიც საშუალებას იძლევა Windows-ის ბევრი აპლიკაცია და თამაში უპრობლემოდ (ან უმნიშვნელო ხარვეზებით) გაეშვას ლინუქსზე. ასეთ პროგრამებს შორისაა Adobe Photoshop CS3 (10.0) და Adobe Audition 1.5, Microsoft Office 2010 და ა.შ.
როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ლინუქსზე გადასვლა გვინდა?
დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენს მიერ მოხდება თქვენი კომპანიის უფასო აუდიტი, რომლის შედეგადაც თქვენ მიიღებთ ინფორმაციას სავარაუდოდ ინფრასტრუქტურის რა ნაწილის გადაყვანა იქნება ადეკვატური ლინუქსზე. გარდა ამისა ტესტირების მიზნებისთვის შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე კომპიუტერის მიგრაცია ლინუქსზე და რამდენიმე დღის განმავლობაში მისი პრაქტიკული ტესტირება სამუშაო გარემოში.
თქვენი კომპიუტერული ინფრასტრუქტურიდან და კომპანიის წინაშე არსებული ამოცანებიდან გამომდინარე შესაძლებელია დაიგეგმოს ნაწილობრივი მიგრაცია ლინუქსზე, რომლის დროსაც მოხდება სერვერების ან სამუშაო კომპიუტერების მხოლოდ ნაწილის მიგრაცია.