ქსელის აუდიტი შესაძლებელს ხდის თქვენი ორგანიზაციის შიდა ქსელში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებას და შემდგომი გაუმჯობესებების სწორად დაგემვას
ქსელის აუდიტის მიზანია იმ რისკების დროული შეფასება, რომლებმაც შეიძლება თქვენი ორგანიზაციის სამუშაო პროცესის შეფერხება და შედეგად ორგანიზაციის დაზარალება გამოიწვიონ.
აუდიტის პროცესი
ყოველი ჩატარებული აუდიტი ინდივიდუალურია, ჩვენ განვიხილავთ თქვენს საინფორმაციო სისტემებს თქვენი ორგანიზაციის ბიზნეს გამოწვევებთან და მიზნებთან მიმართებაში.
1. ბიზნესის საჭიროებების ანალიზი
ქსელის აუდიტის პროცესი იწყება გასაუბრებით, რომლის დროსაც ხდება ორგანიზაციის მენეჯმენტის თუ სხვა თანამშრომლების გამოკითხვა აიტი ოპერაციებთან დაკავშირებით – რა პრობლემებს აწყდებიან სამუშაო პროცესში? უფრო ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად, რა გაუმჯობესებებს ისურვებდნენ? და ა.შ..
ეს წარმოდგენას გვიქმნის რა ასპექტები არის როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე ორგანიზაციის თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანი და რომელი მათგანი საჭიროებს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას.
2. ქსელური ინფრასტრუქტურის ანალიზი
პროცესის შემდგომ ეტაპზე ჩვენი სპეციალისტების მიერ ხდება არსებული ქსელური ინფრასტრუქტურის შესწავლა, მოწყობილობებს შორის ფიზიკური თუ ლოგიკური ურთიერთკავშირების ანალიზი.
3. პროვაიდერების ანალიზი
ამ ეტაპზე ხდება აიტი სერვისების მომწოდებლების მიერ გაწეული მომსახურებების შეფასება, რამდენად შეესაბამება მათი სერვისის ხარისხი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეთანხმებას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ინტერნეტ პროვაიდერის მიერ მოწოდებული ინტერნეტის სიჩქარე და ა.შ..
ასევე, გავაკეთებთ შეფასებას, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, რამდენად თანხვედრაშია თქვენი ორგანიზაციის მიერ გადახდილი საფასური მიღებულ მომსახურებასთან.
ზემოთჩამოთვლილი ეტაპების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ორგანიზაციის სიდიდეზე და მთლიანობაში, როგორც წესი, 3-დან 12 სამუშაო საათამდე გრძელდება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აუდიტის პროცესმა ხელი არ შეუშალოს თქვენი სამუშაო პროცესის მიმდინარეობას.
აუდიტის პროცესის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ დოკუმენტს, რომელშიც განხილული იქნება თქვენი ორგანიზაციის ქსელური ინფრასტრუქტურის არსებული მდგომარეობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოფხვრის გზები და რეკომენდაციები შემდგომი გაუმჯობესებებისთვის.
დასკვნის დოკუმენტში მოცემულია შემდეგი საკითხები:
- კომპიუტერული ქსელის მდგომარეობის საერთო შეფასება;
- ქსელური მოწყობილობების ინვენტარიზაცია, მათი სპეციფიკაციების და მოცემული მომენტისთვის მათი საბაზრო ღირებულების მითითებით;
- არსებული ქსელის არქიტექტურა, მისი დამაკმაყოფილებელი და არადამაკმაყოფილებელი კომპონენტების მითითებით;
- ქსელური ინფრასტრუქტურის და პროცესების მუშაობის ეფექტიანობა;
- რეკომენდაციები შემდგომი გაუმჯობესებისთვის, ორგანიზაციის წინაშე მდგარი ამოცანების ჭრილში;
- რჩევები უსაფრთხოების პოლიტიკების კუთხით.
პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა დაგეხმაროთ არსებული რესურსების სრულად ათვისებაში, ხოლო შემდგომ – ოპტიმალური და ბიუჯეტური გადაწყვეტილებების მოფიქრებაში.
ცოდნა და გამოცდილება გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული ქსელის აუდიტის სერვისი იქნება მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებული და სანდო.
გაქვთ ქსელთან დაკავშირებული პრობლემები და გინდათ მათი კომპლექსური მოგვარება?
გსურთ თქვენი ორგანიზაციის ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარება?
დაგვიტოვეთ თქვენი მონაცემები და ჩვენი წარმოამადგენელი თავად დაგიკავშირდებათ უმოკლეს დროში
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირეთ ტელეფონის ნომერზე 247-27-27