საოფისე სივრცეში სრული ან ნაწილობრივი კაბელირება ხორციელდება ჩვენი კაბელირების ჯგუფის მიერ, რომელიც წინასწარ შემუშავებული ქსელის გეგმის შესაბამისად მოახდენს საკაბელო არხების და კაბელების მონტაჟს. პროფესიონალური ქსელის კაბელირებაში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება აისახება სამუშაოს ხარისხსზე, რაც დეტალებზე ყურადღების გამახვილებაში გამოიხატება.

მომსახურება მოიცავს:

  • Cat 5e / Cat 6 / Cat 6A კაბელირება;
  • კაბელების ტერმინაცია საკომუნიკაციო პანელზე;
  • ქსელური კარადის მოწესრიგება/ორგანიზება;
  • ქსელის როზეტების და ჯეკების დასმა;
  • კაბელების ტესტირება.

პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

  • ქსელის მონტაჟისთვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერული ქსელის მარშრუტის მომზადება (კედლების, იატაკების და ჭერის ბურღვა);
  • საკაბელო არხების მონტაჟი;
  • ქსელის კაბელების გაჭიმვა;
  • ქსელის როზეტების დაყენება;
  • საკომუნიკაციო პანელზე (Patch Panel) კაბელების დასმა;
  • გაყვანილობის სრული ტესტირება და მარკირება.