დღევანდელი ორგანიზაციები უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, ვიდრე ოდესმე. საკომუნიკაციო ქსელის არასწორმა დაგეგმვამ შესაძლოა გარკვეული სახის შეფერხებები გამოიწვიოს საინფორმაციო სისტემების მუშაობაში, რაც საბოლოო ჯამში თქვენი თანამშრომლების ეფექტურობაზე უარყოფითად აისახება, რომ არაფერი ვთქვათ იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება ორგანიზაციას სხვადასხვა სერვისების გაჩერებით მიადგეს.
მიუხედავად იმისა, საქმე გვაქვს მარტივ თუ კომპლექსურად რთულ ქსელთან, ჩვენი გუნდი გულისყურით შეისწავლის თქვენს მოთხოვნებს და მაღალი პროფესიონალიზმით მოახდენს პროექტის დამუშავებას, დაგეგმავს თქვენს საჭიროებებზე მორგებული შიდა ქსელის ლოგიკურ და ფიზიკურ ტოპოლოგიას, როგორც საკაბელო ისე უკაბელო გადაწყვეტილებების კუთხით.
მოთხოვნის შესაბამისად, ხარისხიანი ქსელური აპარატურის შერჩევისას ჩვენი ჯგუფი ითვალისწინებს შემდეგ ფაქტორებს:
- არსებული ქსელის კონფიგურაციის შეფასება;
- სუსტი წერტილების გამოვლენა ქსელში;
- კომპანიის IT ქსელის ანალიზი და შესაბამისი, მოქნილი ქსელური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- უკაბელო ქსელების, ქსელის უსაფრთხოების და შემოჭრისგან დაცვის საკითხები;
- ქსელის ტრაფიკის შეფასება, რათა განისაზღვროს საჭირო სიმძლავრე და გამტარუნარიანობა მოწყობილობების შერჩევისას.
პროექტის დამუშავების შემდეგ ხდება სპეციალური დოკუმენტის მომზადება, რომელიც იქნება სახელმძღვანელო შემდგომი კაბელირების სამუშაოების განსახორციელებლად.