მრავალფეროვანი კომპეტენციებით და დიდი გამოცდილებით, F1-ის ქსელების სპეციალიზაციის ტექნიკოსებს შეუძლიათ ნებისმიერი სირთულის ქსელური აპარატურის კონფიგურაცია, ორგანიზაციის წინაშე დასმული ამოცანების შესაბამისად.
ჩვენ შეგვიძლია გავმართოთ ქსელური მოწყობილობების ფართო სპექტრი, მათ შორის სხვადასხვა მწარმოებლის (Cisco, MikroTik, HP, Ubiquiti და სხვა) როუტერები, სვიჩები, ფაერვოლები, უკაბელო წვდომის წერტილები და ა.შ.
მომსახურება მოიცავს:
- როუტერების კონფიგურაცია;
- სვიჩების კონფიგურაცია;
- ქსელის უსაფრთხოება, ტრადიციული და Next Generation Firewall-ების კონფიგურაცია;
- უკაბელო ქსელების მოწყობა (Wireless);
- დაშორებული ოფისების დაკავშირება, VPN–ის აწყობა.
აგრეთვე, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ქსელური მოწყობილობების შერჩევაში კონკრეტულად თქვენი მოთხოვნების მიხედვით და მოგაწოდოთ შესაბამისი ქსელური ტექნიკა ადგილზე.