ორგანიზაციის მიერ ოფისის შეცვლის დროს აიტი ინფრასტრუქტურის რელოკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. იმისათვის რომ ადგილმდებარეობის ცვლილებამ სამუშაო პროცესის შეფერხება არ გამოიწვიოს, გასათვალისწინებელია უმნიშვნელო დეტალებიც კი.
ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ უმტკივნეულოდ მოახდინოთ კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ტრანსპორტირება და პირველივე დღიდან შეუფერხებლად განაგრძოთ მუშაობა ახალ ოფისში.
რელოკაციის პროცესში დაგეგმვა და მომზადება ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. უნდა მოხდეს ოფისის ცვლილების ზუსტი თარიღის შეთანხმება და ყველა ღონისძიების ამ თარიღის მიხედვით დაგეგმვა.
მომზადება
- ახალ ოფისში ინტერნეტ პროვაიდერის/ების უზრუნველყოფა (არსებულის მიგრაცია ან ახლის მოძიება), შესაბამისი საჭიროებების შეთანხმებით: ინტერნეტის სიჩქარე, სტატიკური IP მისამართი და ა.შ.
- შიდა ქსელის კაბელირების შემოწმება და შესაბამისობაში მოყვანა, ან საჭიროებების შემთხვევაში ახალი ქსელის პროექტირება და გამართვა.
- სასერვეროს საჭიროების შემთხვევაში მისი შემოწმება, შესაბამისობაში მოყვანა ან ახალი სასერვეროს მოწყობა.
- ოფისში თანამშრომლების განლაგების შესაბამისად მათი კომპიუტერების თუ საზიარო მოწყობილობების ადგილმდებარეობების განსაზღვრა და მათი საჭირო კომუნიკაციებით უზრუნველყოფა.
ზოგ შემთხვევაში აუცილებელია სხვადასხვა სერვისის მომწოდებლებს ეცნობოს რელოკაციის თაობაზე, რათა მათ მიერ მოწოდებულმა სერვისებმა თუ პროდუქტებმა შეუფერხებლად განაგძოს ფუნქციონირება ახალ ლოკაციაზე.
გადატანის პროცესი
- კომპიუტერული ტექნიკის ინვენტარიზაცია – სერვერების, უწყვეტი კვების ბლოკების, სვიჩების, როუტერების, უშუალოდ კომპიუტერების, საბეჭდი და პერიფერიული მოწყობილობების და ა.შ. დანიშვნა-დანომრვა.
- სასერვეროში არსებული კონფიგურაციების ჩანიშვნა და დასურათება.
- მონაცემთა ბაზების თუ სხვა კრიტიკული ინფორმაციის დამატებითი სარეზერვო ასლების აღება, რათა ტრანსპორტირების დროს ინფორმაციის დაკარგვის ნებისმიერი რისკი გამოირიცხოს.
ტრანსპორტირება ხდება სპეციალური გადასაზიდი ყუთების საშუალებით, მათ შორის გათვალისწინებულია მსხვრევადი ტექნიკის შესაბამისი შეფუთვა.
ახალ ოფისში ტექნიკის აწყობამდე სასურველია მათი დაწმენდა მტვრისგან და მხოლოდ ამის შემდეგ აწყობა.
დასრულება
დასკვნით ეტაპზე ხორციელდება ყველა მოწყობილობის და სერვისის გამართულად ფუნქციონირების შემოწმება.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ რელოკაციის პროცესი უნდა დასრულდეს ძველ ოფისში ყველანაირი სერვისების გაუქმებით. ხშირად არის ხოლმე, რომ ავიწყდებათ მაგალითად ინტერნეტის გაუქმება და მხოლოდ მომდევნო თვეში, დავალიანების მოსვლის შემდეგ იგებს კომპანია, რომ სერვისის შეჩერებაზე შეტყობინების გაკეთება სავალდებულო ყოფილა.