ონლაინ აიტი აუთსორსინგი წარმოადგენს სააბონენტო მხარდაჭერის სახეს, რომლის დროსაც ყველა ამოცანა წყდება დისტანციურად, ტექნიკოსის ადგილზე ვიზიტის გარეშე.

ვისთვის შეიძლება იყოს ეს ფორმატი საინტერესო?

ონლაინ აუთსორსინგი ეფექტურად შეიძლება გამოიყენოს ორგანიზაციამ, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ან რამდენიმე მახასიათებელს:

  • აქვს კომპიუტერების მცირე რაოდენობა;
  • აქვს ფილიალები (მათ შორის რეგიონებში);
  • აქვს მკაცრად შეზღუდული აიტი ბიუჯეტი;
  • არ აქვს ინტენსიური აიტი საჭიროებები.

ასევე, მსგავსი ტიპის მომსახურება შეიძლება საინტერესო იყოს იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთაც სჭირდებათ ცალკეული სერვისების აიტი მხარდაჭერა და მხოლოდ ამ ამოცანისთვის სრულ შტატში კადრის აყვანა არ სურთ. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის სერვერების, სატელეფონო ატეესის, ვებ-სერვერის და ა.შ. მონიტორინგი და მხარდაჭერა.

რა ამოცანების გადაწყვეტა არის შესაძლებელი ონლაინ აუთსორსინგით?

პრობლემათა სპექტრი, რომელიც შეიძლება დისტანციურად, ონლაინ მხარდაჭერის საშუალებით მოგვარდეს საკმაოდ დიდია:

  • პერიფერიული მოწყობილობების მიერთება და გაზიარება მომხმარებლებს შორის, ბეჭდვასთან დაკავშირებული შეფერხებების აღმოფხვრა;
  • გაზიარებული საქაღალდეების შემქნა, მოდიფიკაცია და მიმდინარე ხარვეზების აღმოფხვრა;
  • საშუალო სირთულის ვირუსებისგან გასუფთავება;
  • პროგრამული გაუმართაობების აღმოფხვრა, როგორც სისტემაში, ასევე კონკრეტული პროგრამის ფარგლებში;
  • ელ-ფოსტასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება;
  • საოფისე პროგრამებში მხარდაჭერა;
  • შიდა ქსელთან დაკავშირებული გარკვეული სერვისების კონფიგურაცია;
  • სერვერების მონიტორინგი და ა.შ.

სტატისტიკის მიხედვით, ორგანიზაციებში წარმოშობილი კომპიუტერული პრობლემების 90%-ის მოგვარება დისტანციურადაც არის შესაძლებელი, ამიტომ თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ონლაინ აუთსორსინგზე შეიძლება გადაცემულ იქნას როგორც თქვენი მთლიანი ინფრასტრუქტურა, ისევე მისი ცალკეული კომპონენტები: ორგანიზაციის თანამშრომელთა მხარდაჭერა, სერვერული ან ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა.

რა ამოცანების გადაწყვეტა არ არის შესაძლებელი ონლაინ აუთსორსინგით?

არსებობს შემთხვევები, როდესაც პრობლემების მოგვარება დისტანციურად ვერ ხერხდება. ესენია მაგალითად:

  • ინტერნეტის არ ქონა ან ქსელთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, რომლებიც გამორიცხავენ დისტანციურ წვდომას;
  • კომპიუტერი საერთოდ არ ირთვება;
  • კომპიუტერის რომელიმე ნაწილის ფიზიკურად მწყობრიდან გამოსვლა, რაც საჭიროებს შეცვლას;
  • დავირუსების დონე ოპერაციების შესრულების საშუალებას არ იძლევა;
  • საჭიროა სისტემის სრული რეინსტალაცია.

* დისტანციური წვდომა თქვენს კომპიუტერზე ხორციელდება დისტანციური დაშვების პროგრამა TeamViewer-ის საშუალებით, რომლის უსაფრთხოების და საიმედოობის დონე აღიარებულია მრავალი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ. მას იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Intel, Dell, IBM, Microsoft, Siemens, Porsche, Philips, DHL, Lufthansa, BP, Save the Children, UN, UNICEF და სხვა.

  • დისტანციური მხარდაჭერის სპეციალისტის წვდომა თქვენს კომპიუტერზე ხორციელდება შემთხვევითობის პრინციპით დაგენერირებული ერთჯერადი პაროლის საშუალებით;
  • სესიის დასრულების შემდეგ გამოყენებული პაროლი უფუნქციოა და ყოველი შემდგომი წვდომისთვის უნდა დაგენერირდეს ახალი პაროლი;
  • კავშირის დასრულების შემდეგ თქვენს კომპიუტერზე წვდომა ავტომატურად იკეტება და მიუწვდომელია ნებისმიერი გარე ობიექტისთვის;
  • თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისტანციური მხარდაჭერის სპეციალისტის საქმიანობას, ხოლო თითოეული ქმედების დეტალური ჩანაწერი ინახება თქვენს კომპიუტერში AES 256-bit სტანდარტის კოდირებით;
  • პროგრამას და მის მწარმოებელ კომპანიას (TeamViewer GmbH) გააჩნია ხარისხის მართვის DIN EN ISO 9001 სტანდარტი, უსაფრთხოების ხარისხი SSL (RSA 2048), აკმაყოფილებს HIPAA და PCI DSS მოთხოვნებს.

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და დეტალურად გაეცნოთ უსაფრთხოების განაცხადს: TeamViewer – Security Statement PDF

[go_pricing id="online"]

ხშირად დასმული კითხვები

ონლაინ აიტი აუთსორსინგის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში თქვენი ორგანიზაციის თანამშრომლებს შეეძლებათ ულიმიტოდ ისარგებლონ დისტანციური მხარდაჭერით, იმდენჯერ რამდენჯერაც დასჭირდებათ.

ყველა იმ პრობლემაზე, რომლის მოგვარებაც დისტანციურად შეუძლებელია, თქვენ დაგჭირდებათ ერთჯერადი სერვისი ტექნიკოსი ადგილზე ვიზიტით. ჩვენი წარმომადგენელი მოახდენს შესაბამისი გამოძახების გაფორმებას თქვენს მისამართზე.

ონლაინ აიტი აუთსორსინგი პერსონალური მენეჯერის სერვისს არ მოიცავს. თუ თქვენ გჭირდებათ თქვენს ორგანიზაციაზე მომაგრებული აიტი მენეჯერი, მაშინ უნდა ისარგებლოთ სრული აიტი აუთსორსინგით.