ბოლო განახლება: 17 მაისი, 2024

მომსახურების წესები და პირობები

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების წესებს და პირობებს, რადგან ჩვენი სერვისებით სარგებლობისას ვთვლით რომ თქვენ ეთანხმებით მას.
დისტანციური მხარდაჭერის სერვისი გულისხმობს აიტი კონსულტაციის ან აიტი მომსახურების მიღებას დისტანციური წვდომის საშუალებით, ტექნიკოსის ადგილზე ვიზიტის გარეშე.
დაკავშირება

მომსახურების მისაღებად უნდა დაგვიკავშირდეთ ჩვენ ვებ-გვერდზე განთავსებული ონლაინ ჩათის ან ტელეფონის საშუალებით (247-27-27).

ასევე დაკავშირება შესაძლებელია Facebook Messenger, Viber და WhatsApp ონლაინ მესენჯერებით.

დისტანციური მხარდაჭერის მისაღებად სამუშაო საათებია:

  • ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
  • შაბათი: 10:00-16:00

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მთავარია გქონდეთ წვდომა ინტერნეტზე.

მომსახურების ჩამონათვალი და ფასები

იმ მომსახურების ჩამონათვალს, რომლის მოწოდებაც შეგვიძლია დისტანციურად, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ ვებ-გვერდზე. ჩამონათვალთან ერთად მითითებულია სერვისის საორიენტაციო დროს და ღირებულება (ემატება დღგ 18%)

ანგარიშსწორება

ანგარიშსწორება წარმოებს ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული ონლაინ გადახდის ან საბანკო გადარიცხვის გზით.

  • წინასწარი გადახდა - ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც პირველად იყენებს ჩვენს სერვისს.
  • მომსახურების შემდგომი გადახდა - ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომელსაც ერთხელ მაინც გამოუყენებია ჩვენი სერვისი.

თანხის უკან დაბრუნება

იმ შემთხვევაში თუ მომსახურების გაწევა ვერ მოხერხდა ან თქვენთვის სასურველი შედეგი ვერ დადგა, თქვენს მიერ გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ ან გადახდის ვალდებულება არ წარმოგეშვებათ.

სერვისის შეწყვეტა

ყველა სერვისს გააჩნია მისი შესრულების საორიენტაციო ვადები. იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე მითითებული საორიენტაციო ვადები ირღვევა, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მომსახურების დაუყოვნებლივ შეწყვეტა იმგვარად, რომ თანხის გადახდის ვალდებულება არ წარმოგეშვებათ.

გარანტია

თქვენ გაქვთ გარანტია დისტანციურად შესრულებულ სამუშაოზე, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მომსახურების გაწევიდან 3 დღის განმავლობაში აღმოჩნდება რაიმე ხარვეზი, ჩვენ უსასყიდლოდ გამოვასწორებთ მას.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას არაპირდაპირი ან შემთხვევითი ზიანის დადგომის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
კონფიდენციალურობა
ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით თქვენს კონფიდენციალურობას, რომლის პირობებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ტექნიკური მოთხოვნები

დისტანციური მომსახურების შეუფერხებელი მოწოდებისთვის თქვენი ტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მონაცემებს:

  • პროცესორი - 2 ბირთვი [4 ნაკადი], არანაკლებ 1.1 GHz
  • ოპერატიული მეხსიერება - 4 GB
  • ოპერაციული სისტემა - Windows 10/11

დადასტურება და უკუკავშირი

დისტანციური მომსახურების გაწევის შემდეგ, მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს შესრულებული სამუშაო, ხოლო სურვილის შემთხვევაში შეუძლია დააფიქსიროს უკუკავშირი მიღებული მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.