ბოლო განახლება: 10 მარტი, 2024

მომსახურების წესები და პირობები

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების წესებს და პირობებს, რადგან ჩვენი სერვისებით სარგებლობისას ვთვლით რომ თქვენ ეთანხმებით მას.
ჩვენ გაწვდით აიტი სერვისებს კონსულტაციის და ტექნიკური მხარდაჭერის სახით, რათა ვუპასუხოთ თქვენი ორგანიზაციის აიტი ამოცანებს.
სერვისების ჩამონათვალი, მათი აღწერა და მომსახურების ღირებულება შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე.
გაითვალისწინეთ, რომ ღირებულება მოცემულია დღგ-ს გარეშე და 18% დაემატება მოცემულ ტარიფებს. ასევე, გაწეული სერვისების ღირებულებას ერთჯერადად დაემატება ადგილზე ვიზიტის ღირებულება.
ვიზიტის ჩანიშვნა
აიტი სპეციალისტის გამოძახების გაფორმებისას თქვენ გეცნობებათ მომსახურების ძირითადი პირობები და საორიენტაციო ფასი, რომელზე დადასტურებისთანავე ჩავნიშნავთ შესაბამისი აიტი სპეციალისტის ვიზიტს თქვენს ლოკაციაზე.
თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ გამოძახება აიტი სპეციალისტის ვიზიტამდე 2 საათით ადრე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეთანხმებულ დრომდე 2 საათზე ნაკლებია დარჩენილი, ჩვენ მხოლოდ ვიზიტის საფასურს გადაგახდევინებთ.
მომსახურება
მომსახურების პროცესში, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დააკორექტიროთ შესასრულებელი სამუშაოები, ხოლო მომსახურების გაწევის განახლებულ პირობებზე ჩვენგან გეცნობებათ.
ანგარიშსწორება
მომსახურების დასრულების შემდგომ ელექტრონულ ფოსტაზე თქვენ მიიღებთ ინვოისს, რომლითაც შეძლებთ აწარმოოთ უნაღდო ანგარიშსწორება, 10 დღის განმავლობაში.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას არაპირდაპირი ან შემთხვევითი ზიანის დადგომის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
კონფიდენციალურობა
ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით თქვენს კონფიდენციალურობას, რომლის პირობებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
გარანტია
ჩვენ ყველა სერვისს აქვს გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ მომსახურების დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში თუ თქვენ აღმოაჩენთ რაიმე ხარვეზს, ჩვენ მას უფასოდ გამოვასწორებთ, დისტანციურად ან საჭიროების შემთხვევაში ადგილზე მოსვლით.
გარანტია არ მოქმედებს კომპიუტერის არანორმალიზებული ან ექსტრემალური მოხმარების პირობებში მიღებულ დაზიანებაზე. ასევე დაზიანებებზე, რომელიც არ უკავშირდება ჩვენს მიერ ჩატარებულ სამუშაოებს. საგარანტიო პირობებზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გახდეს მომხმარებლის ან მესამე პირის ჩარევა.