იცით თუ არა, რომ:

პრობლემების უმრავლესობა, რომლებმაც შეიძლება თქვენი კომპიუტერული ინფრასტრუქტურის მუშაობა შეაფერხოს, მოგვარებადია დისტანციურადაც – აიტი სპეციალისტის ადგილზე ვიზიტის გარეშე.

დისტანციური მხარდაჭერის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ გადაჭრათ პრობლემები უფრო ნაკლებ დროში და უფრო ნაკლები დანახარჯებით.

მოგვწერეთ ონლაინ ჩეთში, ჩვენ სწრაფად გიპასუხებთ

მაქსიმალურად ზუსტად და დეტალურად აგვიხსენით პრობლემის არსი, რომ ოპერატიულად და ეფექტურად შევძლოთ თქვენი დახმარება

ჩართეთ დისტანციური მხარდაჭერის პროგრამა და მოგვანიჭეთ წვდომა

თქვენს კომპიუტერზე წვდომა ხორციელდება შემთხვევითობის პრინციპით დაგენერირებული ერთჯერადი პაროლის საშუალებით *

მიირთვით ყავა და თვალი ადევნეთ როგორ გვარდება თქვენი პრობლემა

თუმცა, უმეტესწილად პრობლემების მოგვარება ხდება ისე სწრაფად, რომ თქვენ შეიძლება ყავის მომზადებაც კი ვერ მოასწროთ

* დისტანციური წვდომა თქვენს კომპიუტერზე ხორციელდება დისტანციური დაშვების პროგრამა TeamViewer-ის საშუალებით, რომლის უსაფრთხოების და საიმედოობის დონე აღიარებულია მრავალი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ. მას იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Intel, Dell, IBM, Microsoft, Siemens, Porsche, Philips, DHL, Lufthansa, BP, Save the Children, UN, UNICEF და სხვა.

  • დისტანციური მხარდაჭერის სპეციალისტის წვდომა თქვენს კომპიუტერზე ხორციელდება შემთხვევითობის პრინციპით დაგენერირებული ერთჯერადი პაროლის საშუალებით;
  • სესიის დასრულების შემდეგ გამოყენებული პაროლი უფუნქციოა და ყოველი შემდგომი წვდომისთვის უნდა დაგენერირდეს ახალი პაროლი;
  • კავშირის დასრულების შემდეგ თქვენს კომპიუტერზე წვდომა ავტომატურად იკეტება და მიუწვდომელია ნებისმიერი გარე ობიექტისთვის;
  • თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისტანციური მხარდაჭერის სპეციალისტის საქმიანობას, ხოლო თითოეული ქმედების დეტალური ჩანაწერი ინახება თქვენს კომპიუტერში AES 256-bit სტანდარტის კოდირებით;
  • პროგრამას და მის მწარმოებელ კომპანიას (TeamViewer GmbH) გააჩნია ხარისხის მართვის DIN EN ISO 9001 სტანდარტი, უსაფრთხოების ხარისხი SSL (RSA 2048), აკმაყოფილებს HIPAA და PCI DSS მოთხოვნებს.

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და დეტალურად გაეცნოთ უსაფრთხოების განაცხადს: TeamViewer – Security Statement PDF

მომსახურების ფასები

R02 დამატებითი პროგრამის ინსტალაცია 5 ლარი
R03 კომპიუტერის გაწმენდა ვირუსებისგან და ოპტიმიზაცია 15 ლარი
R04 პროგრამული გაუმართაობის აღმოფხვრა 10 ლარი
R05 პერიფერიული მოწყობილობის მიერთება (პრინტერი, სკანერი, სხვა) 10 ლარი
R06 ელექტრონული ფოსტის კლიენტის კონფიგურაცია 5 ლარი
R20 შიდა ქსელთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება 20 ლარი
R21 უკაბელო ინტერნეტის (Wi-Fi) მარშრუტიზატორის კონფიგურაცია 20 ლარი
* ღირებულებას ემატება დღგ. თანხა შესაძლოა დამრგვალდეს მათემატიკური დამრგვალების მეთოდით ლარებამდე.
* აღნიშნული ფასები ატარებს საორიენტაციო ხასიათს. დისტანციური მხარდაჭერის სპეციალისტი ახორციელებს პრობლემის წინასწარ შეფასებას და აცნობებს მომხმარებელს მომსახურების დაზუსტებულ ღირებულებას.