კომპიუტერული ტექნიკის შეკეთების სრული დელეგირება სანდო პარტნიორისთვის
სერვის ცენტრის აუთსორსინგი მოსახერხებელი და კომფორტული გადაწყვეტილებაა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც აქვთ დიდი კომპიუტერული პარკი და ხშირად სჭირდებათ ტექნიკის შეკეთების სერვისები.
მომსახურება “ერთი ფანჯრის პრინციპით” ფარავს ტექნიკის შეკეთების ყველა ეტაპს – დაწყებული დიაგნოსტიკიდან, გაგრძელებული მაკომპლექტებელი ნაწილების მოძიებით და დამთავრებული ნაწილების შეცვლით ან რთული შეკეთებით.
ჩვენ უზრუნველვყოფთ კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებას ხელშეკრულებით და სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, რაც თქვენთვის ნიშნავს გარანტირებულ ხარისხს, დროის ეკონომიას და რაც მთავარია – ოპერაციული დატვირთვების შემცირებას თქვენი აიტი გუნდისთვის.
როგორ ვმუშაობთ
ჩვენი თანამშრომლობის პროცესი არის გამჭვირვალე და მარტივი. საკმარისია ერთი შეტყობინება, რომ პროცესი ავტომატურად დაიწყოს, მომხმარებლის პორტალის მეშვეობით კი, თქვენ მუდმივ რეჟიმში აკონტროლებთ მიმდინარე სტატუსებს.
1. მოთხოვნის დაფიქსირება
პირველი ეტაპი არის მოთხოვნის დაფიქსირება. კლიენტი მარტივად აფიქსირებს მოთხოვნას მისთვის მოსახერხებელი არხის საშუალებით, ხოლო ჩვენი გუნდი მყისიერად იწყებს რეაგირებას.
2. ლოჯისტიკა
თქვენ არ გიწევთ ოფისიდან გასვლა. ჩვენი კურიერი მოაკითხავს დაზიანებულ ტექნიკას და უსაფრთხოდ გადაიტანს სერვის ცენტრში.
3. დიაგნოსტიკა
სერვის ცენტრში ტექნიკას უტარდება დიაგნოსტიკა, სადაც დაზიანების სპეციფიკიდან გამომდინარე დგინდება, ექვემდებარება ის შეკეთებას თუ საჭიროა ნაწილის გამოცვლა. ამის შემდეგ თქვენ იღებთ ზუსტ ინფორმაციას ვადებსა და საჭიროებებზე.
4. ნაწილების მოძიება
დიაგნოსტიკის შემდეგ იწყება საჭირო ნაწილების მოძიების ფაზა. ნაწილი შეიძლება გაიცეს ჩვენი მარაგებიდან, შეძენილ იქნას ადგილობრივ ბაზარზე ან გამოვიწეროთ უცხოეთიდან. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის და სანდო ნაწილებს.
5. შეკეთება და ტესტირება
ნაწილის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში, ჩვენი სერტიფიცირებული სპეციალისტები აკეთებენ ტექნიკას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თითოეული მოწყობილობა გადის სავალდებულო ტესტირებას გამართული მუშაობისა და ხარისხის დასადასტურებლად.
6. დაბრუნება საკურიერო სერვისით
ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, შეკეთებული ტექნიკა უსაფრთხოდ იფუთება და ჩვენი კურიერის მეშვეობით გიბრუნდებათ თქვენთვის სასურველ მისამართზე.
გამჭვირვალე პირობები და ანგარიშსწორება
ჩვენთან თანამშრომლობა ფინანსურად მოქნილია. თქვენ არ იხდით ფიქსირებულ გადასახადს – ანაზღაურება ხდება მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს (ბილეთების) ჯამის მიხედვით.
ტექნიკის რემონტის აუთსორსინგის ფარგლებში, ჩვენი პარტნიორები სარგებლობენ კომფორტული პირობებით:
მოცულობითი ფასდაკლება: რაც უფრო დიდია შესაკეთებელი ტექნიკის რაოდენობა თვის განმავლობაში, მით უფრო დაბალია ერთეულის ფასი.
ერთიანი ინვოისი: ბუღალტრული სიმარტივისთვის, თვის განმავლობაში დაგროვილი შეკეთების ბილეთები ერთიანდება და თვის ბოლოს იგზავნება ერთი კრებსითი ინვოისი.
ხშირად დასმული კითხვები
რა ტიპის ტექნიკას ემსახურებით?
ჩვენი სერვის ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, ემსახურება კომპიუტერული ტექნიკის ფართო სპექტრს – ლეპტოპებს (მათ შორის Apple), პერსონალურ კომპიუტერებს, მონობლოკებს, პრინტერებს, მონიტორებს, ტელევიზორებს, პროექტორებს, უწყვეტი კვების წყაროებს და ა.შ.
რამდენად სწრაფად ხდება რეაგირება დაზიანებაზე?
მოთხოვნის დაფიქსირებისთანავე ჩვენი გუნდი მყისიერად იწყებს რეაგირებას. როგორც წესი, კურიერი დაზიანებულ ტექნიკას იმავე ან მომდევნო დღეს იბარებს, ხოლო დიაგნოსტიკის პასუხს უმოკლეს დროში იღებთ.
რა ხდება თუ საჭირო ნაწილი ადგილზე არ არის?
თუ ნაწილი ჩვენს მარაგში ან ადგილობრივ ბაზარზე არ მოიპოვება, ჩვენ უზრუნველვყოფთ მის გამოწერას და ჩამოტანას სანდო მომწოდებლებისგან. ამ პროცესის ვადების შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაწვდით.
როგორ ვაკონტროლო შეკეთების სტატუსი?
ჩვენი პარტნიორებისთვის შექმნილია სპეციალური პორტალი და აპლიკაცია, სადაც რეალურ დროში ხედავთ ბილეთის ყველა სტატუსს (მაგ: “დიაგნოსტიკა”, “ნაწილის მოძიება”, “ტესტირება”), ისტორიას და ფინანსურ მეტრიკებს.
იძლევით თუ არა გარანტიას შესრულებულ სამუშაოზე?
დიახ, ჩვენთან ყველა სერვისზე მოქმედებს გარანტია. ტექნიკის შეკეთების აუთსორსინგი მოიცავს 6-თვიან გარანტიას შეკეთებაზე, ხოლო 1-წლიან გარანტიას შეცვლილ ნაწილებზე.
ვრცელდება თუ არა სერვისი მხოლოდ თბილისზე?
F1-ის მომსახურების არეალი ფარავს როგორც თბილისს, ასევე საქართველოს რეგიონებს. ჩვენი მოქნილი ლოჯისტიკური ქსელი უზრუნველყოფს ტექნიკის ტრანსპორტირებას ნებისმიერი ლოკაციიდან.
გაიმარტივეთ კომპიუტერული ტექნიკის შეკეთების მართვის პროცესი
დაგვიკავშირდით
ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ თქვენი საიმედო პარტნიორი. დაგვიკავშირდით რათა განვიხილოთ თქვენი ორგანიზაციის საჭიროებები და შემოგთავაზოთ ინდივიდუალური პირობები.