სერვერული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ შევეცდებით მოკლედ დაგანახოთ სერვერის როლი და საჭიროება აიტი ინსფრასტრუქტურაში.

სერვერის ძირითადი დანიშნულება ეს არის მონაცემთა ცენტრალიზებული მართვა, აიტი ინფრასტრუქტურის მართვის მარტივი და მრავალფეროვანი შესაძლებლობები. ჯამში ეს ყველაფერი ეხმარება ბიზნესს უფრო ეფექტურად წარმართოს საკუთარი ბიზნეს პროცესები. სერვერული უზრუნველყოფის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია Microsoft Active Directory, რომელიც ყველაზე ფართოდ გავრცელებული და აღიარებული პოდუქტია მონაცემების, მომხმარებლების, მომხმარებელთა ჯგუფების და აიტი ინფრასტრუქტურის კომპონენტების სამართავად.

სერვერის სახესხვაობები

მრავალგვარი სერვერული გადაწყვეტილება არსებობს რაც შეიძლება თანამედროვე ორგანიზაციას დასჭირდეს: ფაილ სერვერი, აქტიური დირექტორია, მეილ სერვერი, ვებ სერვერი და ა.შ. ასევე, მათ შორის შიგნით კიდევ არის ნაირსახეობები, რომლებიც ერთმანეთისგან ფუნქციონალის, სირთულის, ფინანსური ბიუჯეტის და სხვა ასპექტებით განსხვავდებიან.

სერვერი შეიძლება აეწყოს როგორც ლოკალურად, კოლოკაციაში ან ღრუბლოვან სერვისებში.

ასევე, ერთ ფიზიკურ სერვერზე შესაძლოა აეწყოს რამდენიმე სერვერი, ვირტუალუზაციის გამოყენებით, როგორიცაა ESXI ან Hyper-V პლატფორმა.

რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენ?

ჩვენი კომპანია, თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით, სერვერული გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს გთავაზობთ. ნებისმიერი სირთულის ამოცანა, კომპეტენციის რა დონესაც არ უნდა საჭიროებდეს, ჩვენი შიდა თუ გარე კადრების საშუალებით გადაწყვეტადია უმოკლეს დროში.

პროცესი სამი ნაწილისგან შედგება:

  1. თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების ანალიზი – ჩვენი სპეციალისტები თქვენთან გაივლაინ კონსულტაციას, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდება ტექნიკური გადაწყვეტილება და მოთხოვნები აპარატურული უზრუნველყოფის მიმართ.
  2. მხარდაჭერა აპარატურული უზრუნვეყოფის შეძენაში – ჩვენ დაგეხმარებით საჭირო სერვერული მოწყობილობების შეძენაში, ჩვენი შვილობილი კომპანია ELEMENT-ის საშუალებით ადგილზე მოგაწვდით ყველა საჭირო აპარატურას.
  3. პროგრამული მხარის გამართვა და დანერგვა – წინასწარ შემუშავებული გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენი სპეციალისტები მოახდენენ სერვერის პროგრამულ კონფიგურაციას და მის დანერგვას სამუშაო გარემოში.

სერვისების ჩამონათვალი

  • სერვერული ოპერაციული სისტემები – Microsoft / Linux
  • მონაცემთა ბაზის მართვის სისტემები – SQL
  • ვირტუალიზაციის გადაწყვეტილებები – Azure / ESXI / Hyper-V
  • მონაცემთა რეზერვირების გადაწყვეტილებები – Veeam Backup & Replication
  • ცენტრალიზებული მართვის სერვისები – Active Directory, System Center Configuration Manager
  • კოლაბორაციის პლატფორმები – Microsoft SharePoint
  • ფაილ სერვერები
  • პრინტ სერვერები
  • მონიტორინგი სისტემები