აიტი სპეციალისტი

ვაკანსია

აიტი სპეციალისტი

ბოლო ვადა: 15 მაისი

ვისთვის არის ეს ვაკანსია

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ კადრს, რომელსაც გააჩნია ქვემოთ ჩამოთვლილი ცოდნა და უნარ-ჩვევები:  

  • Windows OS ინსტალაცია/რეინსტალაცია და ხარვეზების აღმოფხვრა (ე.წ. Troubleshooting).  
  • Microsoft-ის და სხვა პოპულარული საოფისე პროგრამების ინსტალაცია და კონფიგურაცია.  
  • პერიფერიული მოწყობილობების მიერთება და კონფიგურაცია.  
  • ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია და შიდა ქსელის პრობლემების აღმოფხვრა.  
  • ანტივირუსული და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა მექანიზმების დანერგვა და მართვა.  
  • Mac OS, Linux და მობილური ოპერაციული სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.  
  • MikroTik ქსელური ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.  
რას მოიცავს აიტი სპეციალისტის საქმიანობა

აღნიშნული პოზიცია გულისხმობს კლიენტი ორგანიზაციების აიტი ინფრასტრუქტურის მართვას და მომხმარებლების ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილებზე.  

კომპანიას გააჩნია მომსახურების მრავალფეროვანი სპექტრი და მომხმარებლებს ემსახურება რამდენიმე ფორმატში:  

  • ერთჯერადი აიტი სერვისები [გამოძახებით]  
  • აიტი აუთსორსინგი [ხელშეკრულებით]  
  • [სისტემური და ქსელური] აიტი პროექტები  
რას გთავაზობთ

მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს, პროფესიული ზრდისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების მრავალფეროვან შესაძლებლობებს, შემდეგი პირობებით:  

  • ოფისი: ქ. თბილისი, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი, 1ა (მომსახურება მომხმარებლის ადგილსამყოფელის მიხედვით)  
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00  
  • ანაზღაურება: კომპეტენციებისა და შესრულებული სამუშაოს შესაბამისად (მეტი სიცხადისთვის: აიტი სპეციალისტის საშუალო ხელფასი ჩვენთან 1,400 ლარია)  
რა მოხდება თქვენი დასაქმების შემთხვევაში

თქვენ მოხვდებით კომპანიის განვითარების კიბეზე, თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად და დაკავდებით იმ საქმით, რომელიც შეესაბამება თქვენს კომპეტენციებს. 

კომპანია შემოგთავაზებთ პროფესიული უნარების განვითარების და ზრდის შესაძლებლობებს, რათა დააგროვოთ სპეციალიზებული კომპეტენციები, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ შეასრულოთ მაღალი დონის აიტი ამოცანები. 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა საკუთარი CV უნდა გადმოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით:

Please enable JavaScript in your browser to complete this form.
Click or drag a file to this area to upload.