ბიტკოინი ეს არის დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა, რომელიც იმართება ღია კოდზე დაფუძნებული სისტემის საშუალებით, სადაც თითოეული ტრანზაქცია ავტორიზდება P2P არქიტექტურის მქონე ბლოკჩეინის მიერ.

რა არის ბლოკჩეინი?

ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით (დოლარი, ევრო, იენი და ა.შ.), რომლებსაც ბეჭდავენ და აკონტრლებენ სახელმწიფოების ცენტრალური ბანკები, ბიტკოინს აწარმოებენ ფიზიკური პირები ან ბიზნესები, სპეციალური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, რომლებიც რთულ მათემატიკურ ალგორითმებს ხსნიან და ამ გზით აავტორიზებენ ტრანზაქციებს.

ეს ვიდეო მარტივად აგიხსნით ბიტკოინის არსს:

სატოში ნაკამოტო – ეს არის სახელი იმ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის, რომელიც ითვლება ბიტკოინის ავტორად. დაზუსტებით მისი ვინაობა არ არის ცნობილი. მან შექმნა და ქსელში გაუშვა ბიტკოინის პროტოკოლი 2008 წლის ნოემბერში. ორი წლის განმავლობაში ნაკამოტო პერიოდულად უზიარებდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას ბიტკოინ-საზოგადოებას სპეციალური მეილ-ლისტის მეშვეობით, თუმცა 2010 წლიდან მისი კვალი საერთოდ გაქრა.

სახელწოდება Bitcoin ორი სიტყვისგან წარმოსდგა: Bit (ციფრული ინფორმაციის ერთეული) და Coin (მონეტა).

მათემატიკურ ალგორითმებზე დაფუძნებული ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემის შექმნა მიზნად ისახავდა ცენტრალური მარეგულირებელი სისტემისგან აბსოლიტურ გათავისუფლებას, ტრანზაქციების აჩქარებას და გადარიცხვისთვის საჭირო საკომისიო მოსაკრებლების მნიშვნელოვან შემცირებას.

ბიტკოინმა განვითარების რთული გზა განვლო – მისი ინოვაციურობიდან გამომდინარე მის მიმართ ნდობის მაჩვენებელი ხან იზრდებოდა, ხანაც რადიკალურად მცირდებოდა, 5 წელი დასჭირდა იმას რომ მის ღირებულებას $1000-ისთვის გადაეჭარბებინა.

დღესდღეობით სკეპტიკოსებიც აღიარებენ რომ მომავალი ბიტკოინისაა და ინვესტიციის მსუყე ოდენობებიც მიემართება ბლოკჩეინ სისტემაში ჩასართავად შეძენილი სიმძლავრეებისკენ.

ბიტკოინით განხორციელებული თითოეული დადასტურებული ტრანზაქციის მონაცემი ინახება არა ერთ სერვერზე, არამედ ბლოკჩეინ სისტემაში ჩართულ მრავალ კომპიუტერში და თანაც თითოეულში ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი, რომელიც ‘ფაზლის’ შემადგენელს წარმოადგენს და დამოუკიდებლად არანაირი ღირებულება არ გააჩნია. სწორედ ამიტომ გამორიცხულია ტრანზაქციის გაყალბება. ამ სისტემის გატეხვა მისი შექმნიდან დღემდე ვერცერთმა ჰაკერმა ვერ შეძლო.

ყოველი ტრანზაქცია არის დაშიფრული და შედგება ასოებითა და ციფრებით აწყობილი ურთულესი კოდით. ასე რომ, უშუალოდ ტრანზაქციის შინაარს მისი ვერც ერთი გადამმუშავებელი ვერ ხედავს. თითოეული ბიტკოინის უკან 31,000 ხაზიანი კომპიუტერული კოდი დგას, ალბათ ხვდებით რა დონის შიფრთან გვაქვს საქმე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ტრადიციულ ვალუტასთან: როგორც იცით, ტრადიციული ვალუტა ეფუძნება ოქროს ღირებულებას. ამისგან განსხვავებით ბიტკოინი ეფუძნება მათემატიკას.

ბიტკოინები ინახება ციფრულ საფულეში, რომელსაც აქვს საკუთარი მისამართი, დაახლოებით ისეთივე რაღაც როგორიცაა საბანკო ანგარიშის ნომერი. ყოველ მისამართს აქვს პაროლი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კრიპტოვალუტის ტრანსფერი საკუთარი ანგარიშიდან სხვის ანგარიშზე.
დიახ არსებობს და მას რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი მწარმოებლები ამზადებენ, მაგრამ როგორც წესი მისი ფასი ანალოგიური ღირებულების ციფრულ ვერსიაზე უფრო ძვირია, რის გამოც მასზე მოთხოვნა ძალიან მცირეა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ თვით ფიზიკური ბიტკოინების გამოყენებაც მხოლოდ ონლაინში არის შესაძლებელი. თითოეულ მონეტას აქვს საკუთარი ონლაინ მისამართი, რომელზე წვდომაც მხოლოდ პაროლით არის შესაძლებელი.

ბიტკოინების საშუალებით პროდუქციის და მომსახურების შეძენა უფრო და უფრო მეტ ადგილას არის შესაძლებელი. ქვეყნები იწყებენ კრიპტოვალუტის აღიარებას და შესაბამის საკანონმდებლო აქტებს ქმნიან, ხოლო მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები უკვე იღებენ ან აპირებენ მიიღონ ბიტკოინი როგორც გადახდის საშუალება.

როგორ უნდა მოვიპოვო ბიტკოინი?

ბიტკოინი შეგიძლიათ იყიდოთ ან უბრალოდ დაამზადოთ

საკუთარი აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ კომპლექსური მათემატიკური გაანგარიშებების ამოხსნაში, რომელიც ვერიფიკაციას უკეთებს ტრანზაქციებს. გაანგარიშების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ თქვენ წილ ბიტკოინს.

რა არის მაინინგი?

მაინინგი ეს ბიტკოინების ‘დამზადებაა’.

ტერმინი ინგლისური სიტყვიდან Mining მომდინარეობს, რომელიც თარგმანში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას ნიშნავს. ბიტკოინის ‘დამზადება’ ოქროს მოპოვებას არის შედარებული და სწორედ აქედან წარმოიშვა ეს ტერმინიც.

ეს ვიდეო მარტივად აგიხსნით მაინინგის არსს:

თავდაპირველად, ბიტკოინის დაბალი ფასის გამო მაინინგი უფრო გასართობი იყო ვიდრე ფულის გამომუშავების საშუალება. ამიტომაც პირველ წლებში ამით სულ 100-მდე ადამიანი იყო დაკავებული.

2010 წლიდან ფართო მასებისთვის გახდა ხელმისაწვდომი ინფორმაცია ბიტკოინების დამზადების შესაძლებლობების შესახებ და ამან გამოიწვია მაინერების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. ამ პერიოდში, სახლის პირობებში, ერთი ძლიერი ვიდეო ბარათის საშუალებით შესაძლებელი იყო რეალურად კარგი ფულის შოვნა.

მეტი წარმოადობის მისაღწევად მაინერებმა თანდათანობით დაიწყეს სიმძლავრეების გაზრდა, რამდენიმე ვიდეო ბარათის გამოყენება ერთ კომპიუტერზე და ამას დაარქვეს “მინი-ფერმა”. ამ პროცესებს ხელს უწყობდა ბიტკოინის კურსის ზრდა.

მინი-ფერმებმა ბოლომდე არ გაამართლა, რადგან იგი მოიხმარდა დიდო ოდენობით ელექტროენერგიას. მალევე შეიქმნა სპეციალური მატრიცები (FPGA), რომლებიც მინი ფერმებთან შედარებით 5-ჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ. ამ მოწყობილობის ნაკლი იყო გაუმართლებლად მაღალი ფასი, რის გამოც მათ ვიდეო ბარათების ჩანაცვლება ვერ შეძლეს.

გაუმჯებესებაზე მუშაობა გრძელდებოდა და მალევე გამოვიდა ახალი ტიპის მოწყობილობა ASIC (სპეციალური დანიშნულების ინტეგრალური სქემა), რომელმაც მის ყველა წინამორბედს აჯობა. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ბიტკოინის მოპოვებისთვის. იგი გამოირჩევა მაღალი წარმადობით და ელექტროენერგიის მოხმარების დაბალი მაჩვენებლით. ეს მოწყობილობა 2012 წელს კომპანია Butterfly Labs-მა წარმოადგინა.

არსებობს მაინინგის 2 ტიპი: აპარატურული მაინინგი და ქლაუდ მაინინგი. პირველის შემთხვევაში ხდება საკუთარი აპარატურული მოწყობილობების საშუალებით გამომთველი მანქანის აწყობა, ხოლო მეორე შემთხვევაში სხვისი აპარატურული საშუალებების სიმძლავრეების ქირაობა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ დავიწყო მაინინგი?

  • კომპიუტერი (სასურველია ძლიერი ვიდეო ბარათით)
  • ელექტროენერგია
  • ინტერნეტი (მაღალი სიჩქარე არ არის აუცილებელი)
  • მაინინგის პროგრამა (Claymore, Zec Miner, Cuda Miner, Nice Hash Miner, Claymore’s Dual Miner და სხვა.)
  • ბიტკოინის საფულე (რეკომენდებული საფულეები)

სასარგებლო ბმულები:

რამდენს გამოიმუშავებს ჩემი აპარატურა? – https://www.nicehash.com/?p=nhmintro
რამდენს გამოიმუშავებს ტოპ ვიდეო ბარათები? – https://www.nicehash.com/?p=calc